2026 წლის პროგრამები - თინათინ ბასილაია
2026
ვიბრწყინოთ ერთად 2026 წელს

აქციე 2026 წელი შენი ტრანსფორმაციის წლად

4 სიღრმისეული ონლაინ პროგრამა - განკურნებისთვის, სიყვარულისა და ცხოვრების შეგნებულად მართვისთვის.

საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ქალებისთვის, რომლებიც მზად არიან, შეწყვიტონ ძველი პატერნების გამეორება - და გააზრებულად დაიწყონ ცხოვრების ახალი თავი თინათინ ბასილაიას მხარდამჭერი ხელმძღვანელობით.

გაიარე რეგისტრაცია → ნახე პროგრამები
თინათინ ბასილაია
10+ წელი გამოცდილება
30+ ქვეყანა

შესაძლოა, 2025 წელმა გამოგფიტა

არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად, მენტალურად, სულიერად. შენ ატარებდი პასუხისმგებლობებს, ცდილობდი ყოფილიყავი „კარგი გოგო“, ძლიერი, ის, ვინც ყველაფერს უმკლავდება.

იღიმოდი, მუშაობდი, ზრუნავდი სხვებზე - და სადღაც გზაში საკუთარი თავი დაკარგე. შენი ერთი ნაწილი დაიღალა ერთი და იგივე ისტორიების ტრიალით:

რატომ ვხვდები მუდმივად ერთი და იმავე ტიპის ურთიერთობებში?
როდის დავკავდები იმით, რაც მიყვარს - და როდის მექნება უკეთესი შემოსავალი?
რატომ ვარ ასეთი სასტიკი საკუთარი თავის მიმართ?
რატომ ვერ ვპოულობ სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რა ხდება გარეთ?
თინათინ ბასილაია
მაგრამ შენმა მეორე ნაწილმა ზუსტად იცის

„მე არ დავბადებულვარ მხოლოდ გადარჩენისთვის. არ დავბადებულვარ იმისთვის, რომ ამ ჩაკეტილ წრეებში ვიტრიალო. მე მინდა ჰარმონია, სიყვარული, მიზანი, აზრიანი ცხოვრება, სიმშვიდე. მინდა ვამაყობდე იმ ქალით, რომლადაც ვყალიბდები.“

თუ ამას გრძნობ - სწორ ადგილას ხარ. ეს 4 პროგრამა იმისთვის შევქმენი, რომ შენთვის 2026 არ იყოს „უბრალოდ კიდევ ერთი წელი“, არამედ შენი ტრანსფორმაციის წელი - ნაბიჯ-ნაბიჯ, სფეროდან სფერომდე.

ეს გვერდი შენთვისაა, თუ

საკუთარ თავს ამოიცნობ რომელიმე მათგანში

✦

თავს გრძნობ დაღლილად, ემოციურად დაცლილად, ზოგჯერ უიმედოდაც კი - სიყვარულთან, კარიერასთან, ფულთან ან მომავალთან დაკავშირებით.

✦

შენი ურთიერთობები ხშირად ტოქსიკურია, არასტაბილური ან შფოთვით სავსე - და თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გექცევა სხვა.

✦

გაქვს ძლიერი სურვილი, აკეთო მნიშვნელოვანი საქმე და იყო ფინანსურად დამოუკიდებელი - მაგრამ არ იცი, რა არის „შენი საქმე“.

✦

ებრძვი თვითკრიტიკას, სირცხვილის შეგრძნებას და სხვების მაამებლობას - სხვები პირველ ადგილზე არიან, შენ კი ბოლოზე.

✦

ცხოვრობ „თავში“, სტრესულ ფიქრებსა და სცენარებში „რა იქნება, თუ...“, და გიჭირს ნამდვილი შინაგანი სიმშვიდის პოვნა.

✦

ხარ საქართველოში ან ემიგრაციაში, გადიხარ დიდ ცვლილებებს და გრძნობ, რომ შენი იდენტობა და როლები ბუნდოვანია.

რა გინდა სინამდვილეში 2026 წლისგან

თუ უფრო ღრმად ჩავალთ, შენ გსურს

ჯანსაღი სიყვარული

უსაფრთხო, სიყვარულით სავსე ურთიერთობა - ან სიცხადე და გამბედაობა მის შესაქმნელად.

საქმე, რომელიც მისიაა

და უნარი, გქონდეს კარგი შემოსავალი იმის კეთებით, რაც გიყვარს - და არა უბრალოდ „სამსახური“.

უკეთესი დამოკიდებულება საკუთარ თავთან

მეგობრული და კეთილი დამოკიდებულება საკუთარ თავთან - შენი თავის მიღება, შინაგანი მხარდაჭერა და განცდა, რომ „საკმარისი“ ხარ ისეთი, როგორიც ხარ.

შინაგანი სიმშვიდე

უნარი, იპოვო სიმშვიდე სტრესულ სიტუაციებშიც კი, ნაცვლად იმისა, რომ ფიქრებმა შენი მდგომარეობა მართოს.

რათა 2026 წლის ბოლოს უკან მოიხედო და თქვა:

„ეს ის წელია, როცა საკუთარი თავი ავირჩიე. გავიზარდე. განვიკურნე. და გავხდი ქალი, რომელიც ყოველთვის ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი.“

გაიარე რეგისტრაცია →
2026 წლის გზამკვლევი

4 მთავარი პროგრამა

აირჩიე ერთი პროგრამა, რომელიც ყველაზე მეტად გეხმიანება - ან შექმენი შენი 2026 წლის ტრანსფორმაციის რუკა და გაიარე რამდენიმე მთელი წლის განმავლობაში.

ცხოვრება მისიით
8 ივნისიდან
იწყება 8 ივნისიდან პროგრამა 02

ცხოვრება მისიით

როგორ გახდე ფინანსურად დამოუკიდებელი საყვარელი საქმის კეთებით და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით.

თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი მისია და პოტენციალი, რომელიც გამოხატვას ლამობს. 4 კვირაში ეფექტური სავარჯიშოებით, ჯგუფური ქოუჩინგითა და მხარდამჭერი ვებინარებით დაგეხმარები ფეხზე დადგე, ირწმუნო შენი თავი და გახდე ფინანსურად დამოუკიდებელი საყვარელი საქმის კეთებით.

ეს პროგრამა შენთვისაა, თუ:

  • გაქვს სურვილი აკეთო მნიშვნელოვანი საქმე, მაგრამ არ იცი ზუსტად რა არის „შენი საქმე“ - ან იცი და გეშინია ნაბიჯის გადადგმის.
  • თავდაჯერებულობა გაკლია და შინაგანი ბლოკები გიშლის ხელს გაიგო, რა გინდა სინამდვილეში.
  • გინდა ფინანსური დამოუკიდებლობა, მაგრამ ქვეცნობიერი რწმენები და ბარიერები აფერხებს შენს თვითრეალიზაციას.

რას გააკეთებ ამ 4 კვირაში:

  • აღმოაჩენ შენს მისიას - შეხვდები შენს ძლიერ მხარეებსა და ნიჭს, მათ შორის იმათ, რომლებსაც ჯერ ვერ ხედავ.
  • შექმნი დეტალურ ხედვას და სტრატეგიას - ოცნებას აქცევ კონკრეტულ მიზნებად და სამოქმედო გეგმად.
  • ააწყობ ჯანსაღ კავშირს ფულთან და დაგეგმავ ფინანსურ დამოუკიდებლობას საყვარელი საქმის კეთებით.
  • გაგიზიარებ პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელოვან პრინციპებს - რათა ადამიანებმა შეძლონ შენი პოვნა და ცნობა.
  • დაძლევ შიშებსა და ბლოკებს და გადადგამ რეალურ ნაბიჯებს - უმოქმედობიდან რესურსულ მდგომარეობაში.

ფორმატი: 4 კვირა · 10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა + თემატური ლექციები · ჯგუფური ქოუჩინგი და პრაქტიკული სავარჯიშოები. მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნიდან.

გაიგე მეტი „ცხოვრება მისიით“-ის შესახებ →
ჰარმონიული პირადი ცხოვრება
ჩანაწერებით
პროგრამა 01

ჰარმონიული პირადი ცხოვრება

როგორ გახდე ბედნიერი ქალი, რომელსაც ჯანსაღი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება აქვს.

ეს პროგრამა შექმნილია ქალებისთვის, რომლებიც დაიღალნენ ტოქსიკური ურთიერთობებითა და ერთსა და იმავე წრეზე სიარულით. მე თავად გამოვიარე გზა არაერთი იმედგაცრუებით, დაბალი თვითშეფასებითა და მიტოვების შიშით - და დღეს მაქვს ჯანსაღი, სიყვარულით სავსე ურთიერთობა, რომელიც 10 წელზე მეტია გრძელდება. სწორედ ამ გზას გაგიზიარებ.

ამ პროგრამის განმავლობაში შენ:

  • გააცნობიერებ შენი ურთიერთობების სცენარებსა და პატერნებს - და გაიგებ, რატომ აღმოჩნდები ხოლმე მუდმივად მსგავს სიტუაციებში.
  • ისწავლი, როგორ დააღწიო თავი ჩაკეტილ წრეს და გააზრებულად შეცვალო ის მოდელები, რომლებიც აქამდე მართავდნენ შენს პირად ცხოვრებას.
  • დაინახავ, რომ შენი პარტნიორი არის სარკე შენივე რწმენებისა - და ისწავლი, როგორ შეცვალო ეს ანარეკლი.
  • გამოიკვლევ კავშირს მშობლებთან ურთიერთობასა და შენს ამჟამინდელ სასიყვარულო სცენარს შორის.
  • თუ ურთიერთობაში არ ხარ: ჩამოაყალიბებ მკაფიო ხედვას და შექმნი ჰარმონიული პარტნიორობის შენს პირად „ფორმულას“.
  • თუ ურთიერთობაში ან ქორწინებაში ხარ: ისწავლი ხარისხის გაუმჯობესებას, კონფლიქტების ჯანსაღად მოგვარებას და უფრო მოწიფულ ეტაპზე გადასვლას.
  • იმუშავებ ნეგატიურ ფიქრებზე, მტკივნეულ ემოციებსა და ძველ ტრავმებზე, რომლებიც აბრკოლებენ შენს ბედნიერებას.

ფორმატი: 4 კვირა · 10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა + თემატური ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები. ხელმისაწვდომია ჩანაწერებით.

სტრესული ფიქრების მართვა
ბაირონ ქეითის „სამუშაო“
პროგრამა 03

სტრესული ფიქრების მართვა

როგორ გახდე ის, ვინც ყველა სიტუაციაში პოულობს სიმშვიდეს და შინაგან საყრდენს.

ცხოვრებაში გამოწვევები ყოველთვის იქნება. მაგრამ სტრესს იწვევს არა თავად მოვლენები, არამედ ის, თუ როგორ აღვიქვამთ მათ და რას ვეუბნებით საკუთარ თავს. გაგიძღვები ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ (The Work) პროცესში - მარტივი, მაგრამ სიღრმისეული მეთოდი, რომელმაც მილიონობით ადამიანს დაეხმარა. სწორედ ამიტომ ჩამოვიტანე ეს მეთოდი საქართველოში, ვთარგმნე და გამოვეცი მისი ბესტსელერები.

ამ პროგრამის განმავლობაში შენ:

  • ისწავლი ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ გამოყენებას ნაბიჯ-ნაბიჯ, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.
  • მოარგებ ამ მეთოდს შენთვის ყველაზე მტკივნეულ თემებს: ურთიერთობებს, ოჯახს, ფულს, ჯანმრთელობას, სამსახურს თუ წარსულ მოვლენებს.
  • ნათლად დაინახავ, როგორ ქმნის შენი გონება ტანჯვას - და ისწავლი, როგორ შეხვდე რეალობას სხვაგვარად.
  • განიცდი ღრმა შინაგანი სიმშვიდის მომენტებს იმ საკითხებთან მიმართებაშიც კი, რომლებიც ადრე ძლიერ გაფორიაქებდა.
  • ივარჯიშებ მყარი შინაგანი საყრდენის პოვნაში, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.
  • გაეცნობი ძენით შთაგონებულ მარტივ ხედვებს, რომლებიც დაგეხმარება დაუმეგობრდე ცხოვრებას ისეთს, როგორიც ის არის.

ფორმატი: 4 კვირა · ≈10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა + თემატური ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები.

საკუთარი თავის მიღება და სიყვარული
საკუთარ თავთან
პროგრამა 04

საკუთარი თავის მიღება და სიყვარული

როგორ გახდე საკმარისი და იყო შენს თავთან ჰარმონიაში, თანხმობაში და სიყვარულში.

გულზე ხელი დაიდე და გულწრფელად ჰკითხე საკუთარ თავს: კეთილი და მოსიყვარულე ხარ... თუ საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი? აყენებ სხვებს პირველ ადგილზე, საკუთარ თავს კი - ბოლოში? ეს პროგრამა არის ამ პატერნის სიყვარულით შეჩერება. ეს არის სივრცე საკუთარ თავთან დასაბრუნებლად - რათა შეხვდე შენს აუთენტურ „მე“-ს და მოეპყრა მას სიყვარულითა და პატივისცემით.

ამ პროგრამის განმავლობაში შენ:

  • აღმოაჩენ, რომელ „ნიღაბს“ ატარებ და რომელი ქცევითი მოდელები განიზიდავენ სიყვარულსა და მიღებას, ნაცვლად იმისა, რომ მოიზიდონ ისინი.
  • ისწავლი შენი შინაგანი კრიტიკოსის ხმის შემჩნევას და მის გარდაქმნას მხარდამჭერ, თანაგრძნობით სავსე შინაგან დიალოგად.
  • გააცნობიერებ, რატომ არ განსაზღვრავს წარსული გამოცდილება შენს ფასეულობას - და როგორ შეწყვიტო ლოდინი, რომ გახდე „იდეალური“, სანამ საკუთარ თავს მიიღებ.
  • იმუშავებ შენს შინაგან ბავშვთან - მისცემ მას იმ სიყვარულს, ყურადღებასა და დაცულობას, რომელიც მან სრულად ვერ მიიღო.
  • გააკეთებ ღრმა, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რათა დაუკავშირდე შენს ნამდვილ თავს, საჭიროებებს, სურვილებსა და საზღვრებს.
  • ივარჯიშებ იმაში, რომ დადგე საკუთარ მხარეს - არა სხვების წინააღმდეგ, არამედ შენი თავისთვის.

ფორმატი: 4 კვირა · ≈10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა + თემატური ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები.

გაიარე რეგისტრაცია →
ცხოვრებები, რომლებიც შეიცვალა

მათი სიტყვებით

ასობით ქალმა უკვე გაიარა ეს გზა. აი, რას ამბობენ ისინი.

★★★★★

„პროგრამამდე მქონდა სიცარიელე. ამ პროექტით დავინახე, რომ ფოტოგრაფია არის ის, რისი კეთებაც არასდროს მომბეზრდება.“

ნათია ჯაოშვილი
★★★★★

„ჩემს თავში ვიპოვე ძალა, რომელმაც შთამაგონა გავხდე ის, ვისზეც მუდამ ვოცნებობდი.“

ნინო შენგელია
★★★★★

„თინი გეხმარება გაიხსენო ის, რაც უკვე შენშია. ჩემს მიზნამდე ბევრად მეტი დრო და ენერგია დამეხარჯებოდა.“

ლალი ჩიდრაშვილი
ცხოვრება მისიით

„პროგრამაში „ცხოვრება მისიით“ - ძალიან ღრმა და საკუთარ თავთან ჩამწვდომი სავარჯიშოები იყო, რამაც დამეხმარა კიდევ უფრო მივახლოვებოდი საკუთარ მეს. თინი ბოლომდე ჩართულია, ნამდვილად იგრძნობა, რომ უნდა ადამიანების დახმარება.“

„პროგრამამდე მქონდა სიცარიელე - რა მინდოდა, რისი კეთება მინდოდა. ამ პროექტით დავინახე, რომ ფოტოგრაფია არის ის, რისი კეთებაც არასდროს მომბეზრდება. სხვა სფეროდან ნულიდან ვიწყებ, მაგრამ მერე რა.“

„იმხელა გარდატეხას ვგრძნობ, სრულიად სხვანაირი პიროვნების აღმოჩენას ვიწყებ საკუთარ თავში. გარშემომყოფები მეუბნებიან, რომ შევიცვალე, ვანათებო - ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულია ჩემთვის.“

- ნათია ჯაოშვილი

„თინის პროგრამა „ცხოვრება მისიით“ დამეხმარა ჩემს სურვილებსა და შესაძლებლობებში ჩავღრმავებულიყავი, გამეცნობიერებინა რა მინდა და რამდენად სწორ გზას ვადგავარ. ჩემს თავში ვიპოვე ძალა, რომელმაც შთამაგონა გავხდე ის, ვისზეც მუდამ ვოცნებობდი.“

„ნათლად დამესახა ჩემი მიზნები და მიზნამდე მისასვლელი გზები, ამიმაღლა თავდაჯერებულობა და მოტივაცია. უმთავრესი გაცნობიერება იყო, რომ თუ არ გავჩერდები და ვიმოქმედებ, აუცილებლად მივაღწევ დასახულ მიზანს.“

- ნინო შენგელია

„მადლიერებით სავსე ვარ თინისა და ამ პროგრამის. აქამდე არ ვიცოდი, რამდენი რამ შემეძლო თურმე. პროგრამის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია დღეს - ჩემს თავში ვიპოვე ძალა.“

„მანამ, სანამ ეს ოცნება არ აგისრულდებათ, ირწმუნეთ საკუთარი თავის - ყველაზე დიდი საყრდენი თქვენშია. თინი ფანტასტიური და შეუდარებელია.“

- ლალი ჩიდრაშვილი

„პროგრამაში მონაწილეობა საკუთარ თავში ჩაღრმავების, დაფიქრებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. თინისთან მუშაობა ყოველთვის ენერგიითა და დადებითი მუხტებით მავსებს.“

„ყველაზე დიდი გაცნობიერება ის იყო, რომ თავდაჯერებულობა მაკლია და აღიარებას მუდმივად გარეთ ვეძებ. თურმე უთვალავი რწმუნებულებით მაქვს გამოტენილი თავი - და ახლა ვიცი, რა მიმართულებით ვიმუშაო.“

- ნინო ჩადუნელი
ჰარმონიული პირადი ცხოვრება

„„ჰარმონიული პირადი ცხოვრება“ საოცარი პროგრამაა, რომელმაც გამომაფხიზლა. საბოლოოდ გამოვერკვიე და მივხვდი, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ჩემს გვერდით ვხედავ - ცხადად დავხატე მისი პორტრეტი.“

„გავთავისუფლდი ძველი ტოქსიკური ურთიერთობებისგან და ცხადად დავინახე, რატომ იყო ტოქსიკური. გადავწყვიტე, ვიყო ბედნიერი, დამოუკიდებელი, ძლიერი და წარმატებული ქალი, რომელსაც ჰარმონიული პირადი ცხოვრება აქვს.“

- ანა ალბუთაშვილი

„ამ პროგრამაში ჩართვით პირველად გადავდგი ნაბიჯი ჩემს უახლოეს ადამიანთან, რომელთანაც წლები იყო კონტაქტი გაწყვეტილი. პატიების მედიტაციის შემდეგ საოცრება მოხდა ჩემში - გადავდგი ნაბიჯი, პატიება ვთხოვე და უდიდესი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან.“

- ი. ჯ.

„პროგრამის დაწყებამდე არაერთი ტრენინგი გავიარე. ყველაზე მთავარი, რის გამოც გადავწყვიტე მონაწილეობა, იყო ურთიერთობების დალაგება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან.“

„თეორიულად ვიცოდი, რომ ყველაფერი, რაც მინდოდა შემეცვალა, პირველ რიგში ჩემში უნდა შემეცვალა. პროგრამა პრაქტიკულად დამეხმარა ამის გაგებაში. ჩემი ცვლილებების პირდაპირპროპორციულად შეიცვალა ყველაფერი ჩემს გარშემო.“

- ლედი ბოჟაძე

„თინი გავიცანი ჩემი ცხოვრების ძალიან რთულ ეტაპზე - სირთულეები მქონდა პირად ურთიერთობაში, კარიერაში, შვილის ჯანმრთელობის პრობლემა. მან, როგორც მზის სხივმა, შეაღწია ჩემს დაბინდულ გონებაში და დამანახა, რომ რეალობა ბევრად უფრო კეთილია, ვიდრე მეგონა.“

„მე შევცვალე მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება და ყველაფერი თავისთავად მოხდა. თინისთან მუშაობა არის უდიდესი საჩუქარი, რომელიც შეიძლება თავს გაუკეთო.“

- მაკა გორდელაძე

„პროექტის დასაწყისში დავწერე ჩემი ყველაზე სერიოზული პრობლემა - ბრაზი მამის მიმართ და ჯანმრთელობა. მამა დავკარგე 3 წლის წინ. ბოლო დიაგნოზი - მკერდში კისტა და კვანძები.“

„ჩვენი სამუშაოს დახმარებით მივიღე ის ტრაგედია და ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა: „ვინ ვიქნებოდი ამ ისტორიის გარეშე?“ გავხდი თავისუფალი, ბრაზი აღარ მახრჩობდა. დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავი ექოზე - ექიმი გაოგნებული ეძებდა კისტას, რომელიც გაქრა.“

„სასწაულები ნამდვილად ხდება. დიდი მადლობა თინის, დიდი მადლობა იმ ძალას, რომელმაც მომიყვანა აქ.“

- დიანა რამაზაშვილი
სტრესული ფიქრების მართვა

„ბაირონ ქეითის „სამუშაო“ არის ინსტრუმენტი, რომელიც მაძლევს საშუალებას დავჩერდე საკუთარ თავთან, ვისწავლო საკუთარი თავის მოსმენა, რთულ სიტუაციებთან გამკლავება. ჩემთვის „სამუშაო“ არის იმედი - ვიცი, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ვიპოვი გამოსავალს.“

- ნათია კალანდია

„ბაირონ ქეითის „სამუშაო“ რაც არ უნდა იყოს, გამოგიყვანს ნებისმიერი მდგომარეობიდან. დაგაბრუნებს რეალობაში, გაგაანალიზებინებს სად ხარ, ვინ ხარ. გაძლევს საშუალებას დაუახლოვდე შენს თავს, მიიღო ის ისეთი, როგორიც არის - და ამ ყველაფერს სიმშვიდე და სიყვარულის უდიდესი შეგრძნება მოაქვს.“

- ნინო ძიძიგური

„ბაირონ ქეითის „სამუშაომ“ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება - დამანახა მოვლენები ისე, როგორც არის, და არა ისე, როგორც მე ვხედავდი. მე არ მქონდა ურთიერთობა მამასთან, დედასთან; მქონდა ეჭვიანობები, წყენები, კონფლიქტები მეუღლესთან და შვილებთან.“

„დღეს მამასთან ჩვეულებრივ ვურთიერთობ, დედასთან და დებთან ყოველდღიური გულწრფელი ურთიერთობა მაქვს. ეს ის ცოდნაა, რომელიც ღრმად საკუთარ თავში ჩაგახედებთ და დაგანახებთ, რა არის რეალობა.“

- მაკა გორდელაძე

„ვამაყობ გადაწყვეტილებით, რომ მთელ წელს თინისთან ერთად გავატარებ. „სტრესული ფიქრების მართვა“ ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ყველაზე მთავარი იყო ის, რომ არასდროს ვცხოვრობდი აწმყოთი - მუდამ ან მომავლის შფოთვები მქონდა, ან წარსულის ტრავმებს ვიხსენებდი.“

„დღეს ჩემი დღის დიდ ნაწილს აწმყოში ვატარებ, შევიგრძნობ წუთებს და ვგრძნობ, რომ ესაა ბედნიერება. რომ არა ეს პროგრამა, გამოვტოვებდი ყველაზე მთავარს - აწმყოში ცხოვრების დასწავლას.“

- ნინო შენგელია

„სანამ ამ პროგრამაში ჩავერთვებოდი, ვიყავი პესიმისტი ადამიანი, რომელიც ყველაფერში ცუდს ხედავს. ამ პროგრამის მერე ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გავხდი პოზიტიური, ბედნიერი, თავისუფალი. ვისწავლე, რომ ეს ჩემი საქმეა, ეს სხვისი საქმეა და ეს უფლის საქმე.“

- ქეთი ქოქაშვილი

„იცით, რას ვფიქრობ ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ შესახებ? ეს პროგრამა ერთგვარი გზაა ადამიანური ბუნების უკეთ შემეცნების. გაიგებთ, რამდენად შეიძლება იყოთ საკუთარი ფიქრების ტყვეები. იცვლები და იცვლება ყველაფერი შენს გარშემო - თანაც მხოლოდ უკეთესობისკენ.“

- თაკო მიქიაშვილი

„არასოდეს შევხებივარ მსგავს ჰუმანისტურ, პოზიტიურ, ნაზ და ამავდროულად ძალიან ღრმა ფენომენს, რომელსაც უზარმაზარი გაცნობიერება მოაქვს. ეს მარტივი კითხვები მაღალბალიან მიწისძვრას აწყობენ შენს ცნობიერსა და არაცნობიერში. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს „სამუშაოს“ შესახებ.“

- ეთო ბუნტური
საკუთარი თავის მიღება და სიყვარული

„პროგრამამდე სრულიად დაბნეული და სადღაც ჩაკარგული ვიყავი. ვკითხულობდი, როგორ და სად მეპოვა შინაგანი ბედნიერების განცდა, და მქონდა გამუდმებული კონფლიქტი საკუთარ თავთან.“

„ამ პროექტით მე ჩემი თავი ვიპოვე! თურმე ბედნიერებას ძებნა არ ჭირდებოდა - ის ყოველთვის იყო ჩემთან, უბრალოდ მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს. მე მყავს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი - ეს მე ვარ.“

- თეა ჭინჭარაული

„პროგრამამდე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი, გაუწონასწორებელი, ნეგატიური ფიქრებით დატვირთული, საკუთარი თავის კრიტიკოსი. ამ პროექტის შემდეგ აღმოვაჩინე ჩემი თავი ისეთი, რომელსაც დღითიდღე სჭირდება მოვლა და განვითარება.“

„გავხდი უფრო გახსნილი, თამამი. აღარ მეშინია სხვების აზრის. პროგრამამ უდიდესი გადატრიალება მოახდინა ჩემში - მზემ გამოანათა და აღარასდროს ჩაქრება. მე სულ სხვა მაკა ვარ: მხიარული, მიმღები, უკომპლექსო, უფრო სანდო და თბილი.“

- მაკა ქათამაძე

„მე პროგრამამდე დაპროგრამებული ვიყავი სხვადასხვა მცდარი წარმოდგენებით სამყაროზე. ბავშვობიდან მოყოლებული წყენები მსდევდა და მბოჭავდა. ჩემი თავის სიყვარული რა იყო, საერთოდ არ ვიცოდი.“

„პროგრამის შემდეგ წარსულის სურათებსა და წყენებს სხვანაირად შევხედე და გავთავისუფლდი მათგან. ბევრი დამოკიდებულება შევცვალე, მივხვდი, რომ მე ვარ ყველაფრის წყარო - და ღმერთის ხმა ჩემშია, მას უნდა მოვუსმინო.“

- ნინი ადამაშვილი
თინისთან მუშაობის შესახებ

„შემოიჭრება შენს ცხოვრებაში, ჩაგეხუტება, თვალებში ჩაგხედავს და აღარ დაგტოვებს. იცით, როგორი შინაგანი ძალა აქვს? ისეთი სული, რომ გაგითბობს და შენს შინაგან ძალასაც გაპოვნინებს, ფეხზე წამოგაყენებს და შენს თავს შეგაყვარებს.“

„წავიდა, ისწავლა და ბაირონ ქეითის უძლიერესი „სამუშაო“ ქართველებს ჩამოგვიტანა. პატარა გოგოა, დიდი გულითა და საოცარი შინაგანი ძალით. მინდა, თქვენც იგრძნოთ ის, რაც მე ვიგრძენი.“

- ნათია გელენიძე

„უკვე 3 წელია, რაც ვანკუვერში, კანადაში ვცხოვრობ. თინისთან მუშაობის შემდეგ ჩემში შემოვიდა სიმშვიდე და ჰარმონია. დამეხმარა ჩემს ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, სიყვარულის მიღებაში, ჩემს მეუღლესთან გაუხსნელი კარტების გახსნაში.“

„დღეს არ არსებობს ჩემთვის სტრესული სიტუაცია ან ფიქრი, რომელზე მუშაობის მერე შვებას არ ვგრძნობდე.“

- ნინო ძიძიგური
გაიარე რეგისტრაცია →
რით გამოირჩევა

ეს არ არის „კიდევ ერთი ონლაინ კურსი“

დღეს უამრავი ონლაინ კურსი არსებობს. ეს განსხვავებულია იმით, თუ ვისგან სწავლობ და როგორ ვმუშაობთ.

გზამკვლევი, რომელმაც პირადად გაიარა

ტოქსიკური ურთიერთობები, დაბალი თვითშეფასება, პროფესიული გადაწვა და დიდი ცხოვრებისეული ცვლილებები - და რომელმაც შექმნა ახალი რეალობა სასიყვარულო ურთიერთობაში, პროფესიულ საქმიანობასა და შინაგანი სიმშვიდის განცდაში.

მეთოდების სინთეზი

ფსიქოლოგია, გეშტალტ თერაპია, ქოუჩინგი, ბაირონ ქეითის „სამუშაო“, სულიერი ხედვა და პრაქტიკული სტრატეგია - ერთად.

რეალური პროცესი, არა მხოლოდ იდეები

იღებ სავარჯიშოებსა და მოქმედებებს, რომელთა გამოყენებასაც მყისიერად შეძლებ ცხოვრებაში.

თბილი, უსაფრთხო ჯგუფი

მხარდამჭერი და განკითხვისგან თავისუფალი - მაგრამ ასევე გულწრფელი და მიზანმიმართული.

პატივს ვცემთ შენს რეალობას

აქ არავინ მოგთხოვს, იყო „იდეალური“ - იქნები შენ საქართველოში თუ ემიგრაციაში.

არა „შეკეთება“, არამედ დაბრუნება

ეს არის დახმარება, გაიხსენო, ვინ ხარ სინამდვილეში - და იცხოვრო ამ მოცემულობიდან.

გაიარე რეგისტრაცია →
თინათინ ბასილაია
დეტალები

როგორ წარიმართება 2026 წლის პროგრამები

✦ფორმატი: ონლაინ
✦ენა: ქართული
თითოეული პროგრამის სტრუქტურა:
  • 4 ჯგუფური სიღრმისეული მუშაობა
  • 4 კითხვა-პასუხის / მხარდამჭერი ვებინარი
  • გაცნობითი და შემაჯამებელი სესიები
  • დამატებითი ლექციები და სავარჯიშოები
  • სულ ≈ 10 ცოცხალი (LIVE) შეხვედრა
✦ჩანაწერები: ყველა სესია იწერება; თუ პირდაპირ ეთერში დასწრებას ვერ შეძლებ, შეგიძლია მოგვიანებით უყურო.
✦მხარდაჭერა: დახურული ონლაინ ჯგუფი გაზიარებისთვის, კითხვებისა და ურთიერთმხარდაჭერისთვის.
✦ხანგრძლივობა: თითოეული პროგრამა გრძელდება 4 კვირა.
✦კალენდარი: პროგრამები ჩატარდება 2026 წლის სხვადასხვა პერიოდში - შეგიძლია შეუერთდე ერთს, რამდენიმეს, ან დაგეგმო მთლიანი ერთწლიანი მოგზაურობა.
გაიარე რეგისტრაცია →
თინათინ ბასილაია
მოდი, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი

მე ვარ თინათინ ბასილაია

EAGT ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაცული ქოუჩი, სპიკერი და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ წარმომადგენელი საქართველოში. 2016 წლიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებთან და უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე შინაგანი ძალის პოვნაში, თვით-რწმენის დაბრუნებაში, მოტივაციის ამაღლებაში, საყვარელი საქმის აღმოჩენაში, კარიერულ ზრდაში, ჯანსაღი და ბედნიერი პირადი ცხოვრების შექმნაში.

2018-2020 წლებში ქართულად ვთარგმნე და გამოვეცი ბაირონ ქეითის 2 ბესტსელერი წიგნი და ათასობით ადამიანს წარვუდგინე. წიგნი, რომელიც საქართველოშიც ბესტსელერად იქცა და მრავალი ქართველის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა.

უკვე 3 წელია, რაც ვანკუვერში, კანადაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ამჟამად ვანკუვერიდან გერთვები და მზად ვარ გაგიზიარო ის ინსტრუმენტები, რომლებმაც შინაგანი საყრდენი მაპოვნინა და ახალი გზა დამანახა - რათა ახლა შენ დაგეხმაროს.

გაიარე რეგისტრაცია →
პროგრამებში მონაწილეობის პაკეტები

აირჩიე შენი გზა

SILVER
1 პროგრამა
699₾
889₾
early bird - 8 ივნისამდე
  • 10 LIVE შეხვედრა თინათინთან
  • თემატური ლექციები
  • დახურულ ჯგუფთან წვდომა
  • სამუშაო რვეულები და მასალები
  • აირჩიე 1 პროგრამა 4-დან
შეძენა
პოპულარული
GOLD
1 პროგრამა + 1:1 სტრატეგიული სესია
999₾
1,222₾
early bird - 8 ივნისამდე
  • ყველაფერი SILVER პაკეტში
  • 1 × 60 წუთიანი ინდივიდუალური სესია
  • პრიორიტეტული უკუკავშირი ვებინარებზე
  • მხოლოდ 10 ადგილი
შეძენა
PLATINUM
ოთხივე პროგრამა ერთად (მთელი წელი)
2,199₾
3,556₾
early bird - 8 ივნისამდე
  • ♾ წვდომა 4-ვე პროგრამაზე
  • ჰარმონიული პირადი ცხოვრება
  • ცხოვრება მისიით
  • სტრესული ფიქრების მართვა
  • საკუთარი თავის მიღება და სიყვარული
შეძენა

ვიცი, შეიძლება გაშინებდეს საკუთარ თავში ინვესტირება. მაგრამ ეს არ არის „კიდევ ერთი ხარჯი“ - ეს არის ინვესტიცია იმაში, თუ როგორ გეყვარება, იმუშავებ და იგრძნობ თავს მომდევნო წლების განმავლობაში. „მე მნიშვნელოვანი ვარ.“ - და ცხოვრებაც გპასუხობს.

ხშირად დასმული შეკითხვები

სანამ გადაწყვეტ

აუცილებელია ოთხივე პროგრამაში მონაწილეობა?+
არა. შეგიძლია შეუერთდე იმ ერთ პროგრამას, რომელიც ყველაზე მეტად გეხმიანება, ან გააერთიანო რამდენიმე. ასევე შეგიძლია დაიწყო ერთით და მოგვიანებით გადაწყვიტო გაგრძელება.
რა ხდება, თუ ყველა LIVE სესიას ვერ დავესწრები?+
ყველა ვებინარი იწერება. მიიღებ ჩანაწერებს და შეძლებ უყურო შენთვის მოსახერხებელ დროს. მაინც მიიღებ ყველა სავარჯიშოს და შეძლებ კითხვების დასმას ჯგუფში.
საზღვარგარეთ ვცხოვრობ. დროის სარტყელი პრობლემა ხომ არ იქნება?+
პროგრამები გაწერილია თბილისის დროით საღამოს საათებზე, თუმცა ბევრი მონაწილე უცხოეთიდან გვიერთდება უპრობლემოდ. შეხვედრების ჩანაწერები ყოველთვის ხელმისაწვდომია.
ადრეც გამივლია თერაპია / სხვა პროგრამები. ეს განსხვავებული იქნება?+
ეს პროგრამები აერთიანებს ღრმა შინაგან მუშაობასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. ბევრი მონაწილე ამბობს: „ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ რეალურად გამოვიყენე“. თუ მზად ხარ გულწრფელი მუშაობისთვის, განსხვავებას აუცილებლად იგრძნობ.
მორცხვი ვარ და არ მიყვარს ჯგუფში საუბარი. დამაძალებთ ლაპარაკს?+
არასდროს. შენ ყოველთვის ირჩევ მონაწილეობის დონეს - შეგიძლია ჩუმად უსმინო, წერო ჩატში, ან გააზიარო მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობ.
არის თუ არა ეს პროგრამები თერაპია?+
არა. ეს არის ტრანსფორმაციული, ქოუჩინგის სტილის ჯგუფური პროგრამები. ვიყენებ ჩემს თერაპიულ გამოცდილებას, მაგრამ ეს არ ანაცვლებს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას ან სამედიცინო მკურნალობას.
არ ვიცი საიდან დავიწყო - რომელი პროგრამაა ჩემთვის შესაფერისი?+
თუ სიყვარული და ურთიერთობები გტკივა → „ჰარმონიული პირადი ცხოვრება“. თუ არ გშორდება კითხვა „რა არის ჩემი მისია?“ → „ცხოვრება მისიით“. თუ თვითკრიტიკა ყველაზე ძლიერია → „საკუთარი თავის მიღება და სიყვარული“. თუ შფოთვა გტანჯავს → „სტრესული ფიქრების მართვა“. ასევე შეგიძლია მომწერო და დაგეხმარები არჩევანში.

შენი ახალი რეალობა იწყება აქ

გქონდეს ჯანსაღი, მოწიფული სიყვარული.
აკეთო საქმე, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.
მოეპყრა საკუთარ თავს სიკეთით, სიყვარულითა და პატივისცემით.
იგრძნო სიმშვიდე შიგნით, მაშინაც კი, როცა ცხოვრება არ არის იდეალური.

„აღარ ველოდები. ვირჩევ საკუთარ თავს.“

აირჩიე შენი 2026 →
თინათინ ბასილაია
© 2026  ·  2026.tinabasilaia.com
GetResponse