
პროგრამები განკუთვნილია საქართველოში და საზვარგარეთ მცხოვრები ქართველი ქალებისთვის, რომლებიც მზად არიან, შეწყვიტონ ძველი პატერნების გამეორება სასიყვარული ურთიერთობებში, კარიერაში, ფინანსებში, თვითშეფასებასა თუ სტრესთან მიმართებაში - და გააზრებულად დაიწყონ ცხოვრების ახალი თავი თინათინ ბასილაიას მხარდამჭერი და, ამავდროულად, ძლიერი ხელმძღვანელობით.
შენ წლები გაატარე სხვებზე ზრუნვაში. თამაშობდი „კარგი გოგოს“ როლს. მალავდი შენს სინათლეს. საკმარისია. ძველი ისტორია დღეს მთავრდება. კეთილი იყოს შენი მობრძანება სივრცეში, სადაც დაიბრუნებ შენს ძალას, გადაწერ შენს ბედს და შეიყვარებ იმ ქალს, რომელსაც სარკეში ხედავ.
არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურად, მენტალურად, სულიერად. შენ ატარებდი პასუხისმგებლობებს, ცდილობდი ყოფილიყავი „კარგი გოგო“, ძლიერი, ის, ვინც ყველაფერს უმკლავდება.
იღიმოდი, მუშაობდი, ზრუნავდი სხვებზე... და სადღაც გზაში საკუთარი თავი დაკარგე:
ურთიერთობებში, სადაც ბოლომდე არ გხედავდნენ ან პატივს არ გცემდნენ,
საქმეში, რომელიც არ ჰგავს შენს მისიას (ან საერთოდ არ იცი, რა არის შენი მისია),
საკუთარ თავთან მუდმივ შინაგან კონფლიქტში,
სტრესულ ფიქრებში, რომლებიც არ ჩერდება, განსაკუთრებით კი ღამით.
შენი ერთი ნაწილი დაიღალა ერთი და იგივე ისტორიების ტრიალით:
„რატომ ვხვდები მუდმივად ერთი და იმავე ტიპის ურთიერთობებში?“
„როდის დავკავდები იმით, რაც მიყვარს - და როდის მექნება უკეთესი შემოსავალი?“
„რატომ ვარ ასეთი სასტიკი საკუთარი თავის მიმართ?“
„რატომ ვერ ვპოულობ სიმშვიდეს, მიუხედავად იმისა, რა ხდება გარეთ?

„მე არ დავბადებულვარ მხოლოდ გადარჩენისთვის. არ დავბადებულვარ იმისთვის, რომ ამ ჩაკეტილ წრეებში ვიტრიალო. მე მინდა ჰარმონია, სიყვარული, მიზანი, აზრიანი ცხოვრება, სიმშვიდე. მინდა ვამაყობდე იმ ქალით, რომლადაც ვყალიბდები.“
თუ ამას გრძნობ... სწორ ადგილას ხარ. ეს 4 პროგრამა იმისთვის შევქმენი, რომ შენთვის 2026 არ იყოს „უბრალოდ კიდევ ერთი წელი“.
ის გახდება შენი ტრანსფორმაციის წელი - ნაბიჯ-ნაბიჯ, სფეროდან სფერომდე.
საკუთარ თავს ამოიცნობ რომელიმე მათგანში:
თავს გრძნობ დაღლილად, ემოციურად დაცლილად, ზოგჯერ უიმედოდაც კი სიყვარულთან, კარიერასთან, ფულთან ან მომავალთან დაკავშირებით.
შენი პირადი ურთიერთობები ხშირად ტოქსიკურია, არასტაბილური ან შფოთვით სავსე - და შენი თვითშეფასება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გექცევა ვიღაც სხვა.
გეშინია, რომ ვერასდროს შექმნი ჯანსაღ, სიყვარულით სავსე ურთიერთობას, სადაც შეძლებ იყო სრულად ის, ვინც ხარ.
გაქვს ძლიერი სურვილი, აკეთო მნიშვნელოვანი საქმე და იყო ფინანსურად დამოუკიდებელი, მაგრამ არ იცი კონკრეტულად რა არის „შენი საქმე“, ან იცი და გეშინია ამ ნაბიჯის გადადგმის.
ებრძვი თვითკრიტიკას, სირცხვილის შეგრძნებას და სხვების მაამებლობას - სხვები პირველ ადგილზე არიან, შენ კი ბოლოზე.
ცხოვრობ „თავში“, სტრესულ ფიქრებსა და სცენარებში „რა იქნება, თუ...“, და გიჭირს ნამდვილი შინაგანი სიმშვიდის პოვნა.
ხარ საქართველოში ან ემიგრაციაში, გადიხარ დიდ ცვლილებებს და გრძნობ, რომ შენი იდენტობა და როლები ბუნდოვანია.
შენ უარს ამბობ საკუთარ თავზე ხელის ჩაქნევაზე.
გრძნობ შენს პოტენციალს, თუნდაც ის მტვრით იყოს დაფარული.
მზად ხარ, 2026 წელს მისცე განსხვავებული მიმართულება - მხარდაჭერით, სტრუქტურითა და გულით.
თუ ეს შენ ხარ, მაშინ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო.

თუ „უბრალოდ მინდა თავი უკეთ ვიგრძნო“-ზე უფრო ღრმად ჩავალთ, შენ გსურს:
ჯანსაღი, უსაფრთხო, სიყვარულით სავსე ურთიერთობა - ან სიცხადე და გამბედაობა მის შესაქმნელად.
საქმე, რომელიც გავს მისიას და არა უბრალოდ „სამსახურს“ - და უნარი, გქონდეს კარგი შემოსავალი იმის კეთებით, რაც გიყვარს.
მეგობრული და კეთილი დამოკიდებულება საკუთარ თავთან - შენი თავის მიღება, შინაგანი მხარდაჭერა და განცდა, რომ „საკმარისი“ ხარ ისეთი, როგორიც ხარ.
უნარი, იპოვო შინაგანი სიმშვიდე სტრესულ სიტუაციებშიც კი, ნაცვლად იმისა, რომ შენმა ფიქრებმა გაგანადგურონ.
შეწყვიტო ძველი ოჯახური პატერნების და საბჭოთა მენტალიტეტის გამეორება ფულზე, სიყვარულზე, წარმატებასა და იმაზე, თუ „როგორი უნდა იყოს ქალი“.
„ეს ის წელია, როცა საკუთარი თავი ავირჩიე. გავიზარდე. განვიკურნე. და გავხდი ქალი, რომელიც ყოველთვის ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი.“

გარდა ჩემი საავტორო პროგრამისა „ახალი სუნთქვა“, 2026 წელს ვხსნი 4 მთავარ ონლაინ-პროგრამას, რომლებიც სიღრმისეულად მუშაობს შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სფეროებზე:
ჰარმონიული პირადი ცხოვრება — როგორ გახდე ბედნიერი ქალი, რომელსაც ჯანსაღი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება აქვს;
ცხოვრება მისიით — როგორ გახდე ფინანსურად დამოუკიდებელი საყვარელი საქმის კეთებით და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით;
სტრესული ფიქრების მართვა —როგორ გახდე ის, ვინც ყველა სიტუაციაში პოულობს სიმშვიდეს და საყრდენს;
საკუთარი თავის მიღება და სიყვარული — როგორ გახდე საკმარისი და იყო შენს თავთან ჰარმონიაში, თანხმობაში და სიყვარულში;
შენ შეგიძლია: აირჩიო ერთი პროგრამა, რომელიც ყველაზე მეტად გეხმიანება, ან შექმნა შენი 2026 წლის ტრანსფორმაციის რუკა და გაიარო რამდენიმე მათგანი მთელი წლის განმავლობაში.
ეს პროგრამები შექმნილია ისე, რომ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს:
„ახალი სუნთქვა“ გაძლევს რესურსს, ძალასა და სიცხადეს.
4 მთავარი პროგრამა კი გეხმარება კონკრეტული სფეროების სიღრმისეულ და სტრუქტურირებულ ტრანსფორმაციაში.

ეს პროგრამა შექმნილია ქალებისთვის, რომლებიც დაიღალნენ ტოქსიკური ურთიერთობით და ერთსა და იმავე წრეზე სიარულით...
მე თავად გამოვიარე გზა არაერთი იმედგაცრუებით, დაბალი თვითშეფასებით, თავდაჯერებულობის ნაკლებობით და განცდით, რომ საყვარელ ადამიანს ვერასოდეს ვიპოვიდი... მქონდა ხოლმე ფიქრები - ვიმსახურებ სიყვარულს? ვარ საკმარისად კარგი?მიტოვებისა და უარყოფის შიშით ვიყავი შეპყრობილი.
დღეს მე მაქვს ჯანსაღი, სიყვარულით სავსე ურთიერთობა, რომელიც 10 წელზე მეტია გრძელდება. სადაც შემიძლია ვიყო 100%-ით ის, ვინც ვარ: თავისუფალი, ლაღი, ემოციური, ნაზი და ძლიერი. ეს „თავისით“ არ მომხდარა. მე ეს შევქმენი სიღრმისეული შინაგანი მუშაობით, ძველი პატერნების განკურნებითა და სიყვარულის ახალი გზების სწავლით.
სწორედ ამ პროგრამაში გაგიზიარებ ჩემს განვლილ გზას.
ამ პროგრამის განმავლობაში შენ:
გააცნობიერებ შენი ურთიერთობების სცენარებს და პატერნებს (ქცევით მოდელებს) - და გაიგებ რატომ აღმოჩნდები ხოლმე მუდმივად მსგავს სიტუაციებში.
ისწავლი, როგორ დააღწიო თავი ამ ჩაკეტილ წრეს და გააზრებულად შეცვალო ის მოდელები, რომლებიც აქამდე მართავდნენ შენს პირად ცხოვრებას.
დაინახავ, რომ შენი პარტნიორი (ან ყოფილი პარტნიორები) არის სარკე შენივე რწმენებისა საკუთარი თავის, მამაკაცების, სიყვარულისა და ურთიერთობების შესახებ - და ისწავლი, როგორ შეცვალო ეს ანარეკლი.
გამოიკვლევ კავშირს მშობლებთან ურთიერთობასა და შენს ამჟამინდელ სასიყვარულო სცენარს შორის და ისწავლი, როგორ შეცვალო ეს დინამიკა შენს სასიკეთოდ.
თუ ახლა ურთიერთობაში არ ხარ: ჩამოაყალიბებ მკაფიო ხედვას, თუ როგორი ურთიერთობა გსურს სინამდვილეში, შექმნი ჰარმონიული პარტნიორობის შენს პირად „ფორმულას“ და გაიგებ, როგორ აქციო ის რეალობად.
თუ ურთიერთობაში ან ქორწინებაში ხარ: ისწავლი ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებას, კონფლიქტების ჯანსაღად მოგვარებას და წყვილში უფრო მოწიფულ, მოსიყვარულე ეტაპზე გადასვლას.
ისწავლი საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობის აღებას, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ფასი და ღირსება მთლიანად სხვას მიანდო.
იმუშავებ ნეგატიურ ფიქრებზე, მტკივნეულ ემოციებსა და ძველ ტრავმებზე, რომლებიც გამუდმებით აბრკოლებენ შენს პირად ბედნიერებას.
ფორმატი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 კვირა
10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა, + რამდენიმე თემატური ლექცია; პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები.
შედეგი: მყარი საფუძველი და პრაქტიკული ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გახდე ქალი, რომელიც ურთიერთობაში თავს გრძნობს უსაფრთხოდ, დაფასებულად და ინარჩუნებს საკუთარ „მე“-ს.

"ჰარმონიული პირადი ცხოვრება" საოცარი პროგრამაა, რომელმაც გამომაფხიზლა, საბოლოოდ გამოვერკვიე და მივხდი სინამდვილეში რა მინდა, ვინ არის ის ადამიანი ვისაც ჩემს გვერდით ვხედავ ჩემი მეორე ნახევარი. ცხადად დავხატე მისი პორტრეტი.
თინი თავისი საოცარი აურით არის ფერიასავით ზუსტად იმას გეუბნება რაც გჭირდება.
პროგრამამდე სულ მეგონა, რომ ვიღაც უნდა მყვარებოდა და არც ვფიქრობდი როგორი მინდა იყოს ჩემი მეორე ნახევარი, ამ პროგრამაში გავეცი ამ კითხვას პასუხი და გავაცნობიერე, რომ უნდა იცოდე ზუსტად რა გინდა და სამყარო მოგცემს იმას რაც გინდა თან როცა იცი რა გინდა შენც ხდები ისეთი როგორიც გინდა რომ იყო, ბევრი რამ შევცვალე და გავაცნობიერე დღეს ზუსტად ვიცი, რა მინდა. გავთავისუფლდი ძველი ტოქსიკური ურთიერთობებისგან და ცხადად დავინახე რატომ იყო ტოქსიკური.
ყველაზე მეტად მომეწონა მედიტაციები სადაც უამრავი გაცნობიერება მოვიდა, მათგან გამოვარჩევდი:
1. როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი წინაპრების არჩევნებით ვცხოვრობდი და მივხვდი, რომ ეს პირად ურთიერთობებზეც გადმომქონდა, თავი რატომღაც დედა ტერეზე მეგონა. მაგრამ მივხვდი, რომ ურთიერთობა ორმხრივი პროცესია და მარტო გაცემა და ვიღაცაზე ზრუნვა და შველა არაა ჰარმონიული, უფრო ტოქსიკურს ემსგავსება, როგორც კი გავაცნობიერე მარტივად შევძელი დამენახა აქამდე რატომ არასდროს ყოფილა ჰარმონია ჩემს პირად ურთიერთობებში..
დავამსხვრიე პირადი ცრუ რწმუნებულება, რომ პირად ცხოვრებაში არ მიმართლებს და რომ ვერასოდეს ვიპოვი ისეთ ადამიანს ვინც ქალად მაგრძნობინებს თავს და ისევე ვეყვარები, როგორც მე. ახლა ნამდვილად ვგრძნობ ვიცი და ვხედავ, რომ ესეთი ადამიანი არსებობს და ძალიან ახლოს არის ჩემთან და როცა ორივე მზად ვიქნებით ამ ურთიერთობისთვის სიყვარულის ისტორიის პირველ ფურცელს დავწერთ იმ ათასიდან პირველს, რაც კიდევ წინ გვაქვს.
ძალიან ბევრს გამოვტოვებდი ეს პროგრამა რომ არ გამევლო, საოცარი შესაძლებლობაა, რომ გააცნობიერო და გასცე პასუხი იმ კითხვებს რაც ასე გვაწუხებს ყველას, ყველას ვურჩევდი რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და ვუსურვებდი ბევრ გაცნობიერებებს და ბედნიერ ჰარმონიულ პირად ცხოვრებას რასაც ყველა ვიმსახურებთ ნამდვილად მთავარია გამოვუტყდეთ ჩვენს თავს რომ ეს გვჭირდება და დავიწყოთ პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მთავარი არის გადაწყვეტილება.
მე გადავწყვიტე ვიყო ბედნიერი დამოუკიდებელი ძლიერი და წარმატებული ქალი, რომელსაც ჰარმონიული პირადი ცხოვრება აქვს, გასცემს ზღვა სიყვარულს სამყაროში და სამყაროც უდიდესი სიყვარულით პასუხობს.
თინის კიდევ ვუსურვებ კიდევ მრავალ ასეთ წარმატებულ და სასარგებლო პროგრამის გაკეთებას და ბევრი ადამიანის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას, რაც მე ნამდვილად გამოვცადე საკუთარ თავზე.
ანა ალბუთაშვილი
"ამ პროგრამაში ჩართვით გამოვყოფდი პირველად იმას რომ გადავდგი ისეთი ნაბიჯი ჩემს უახლოესს ადამიანთან რომელთანაც წლებია კონტაქტი გაწყვეტილი მქონდა და ამპარტავნობა არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ ნაბიჯი პირველს მე გადამედგა .
პატიების მედიტაციის შემდეგ საოცრება მოხდა ჩემში, ცრემლიც კი დავღვარე და გადავდგი ნაბიჯი პატიება ვთხოვე ეს მოხდა ძალდატანების გარეშე და უდიდესი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან გავბედნიერდიი , შემოვიდა ჩემს სხეულში მზე , დავიწყე თავისუფლად სუნთქვა"
ი.ჯ.
"პროგრამის დაწყებამდე მე არაერთი ტრენინგი და კურსი გავიარე პერსონალური განვითარების
სფეროში.
ყველაზე მთავარი, რის გამოც გადავწყვიტე ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება იყო ურთიერთობების დალაგება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან. ეს პროგრამა აღმოჩნდა ზუსტად ის, რასაც ვეძებდი.
თეორიულად ვიცოდი, რომ ყველაფერი ის, რაც მინდოდა შემეცვალა სხვაში, პირველ რიგში ჩემში უნდა შემეცვალა. პროგრამა პრაქტიკულად დამეხმარა ამის გაგებაში და დამანახა, რომ ცვლილებები იწყება საკუთარი თავის გაცნობიერებიდან. ჩემი ცვლილებების პირდაპირპროპორციულად შეიცვალა ყველაფერი ჩემს გარშემო. ურთიერთობები გაუმჯობესდა ყველასთან. ბევრად მარტივი და კეთილი გახდა ჩემი ცხოვრება.
„სამუშაოს“ დახმარებით. ფაქტიურად ჩემი სარკეები გახდნენ ადამიანები ჩემს გარშემო.
ახლა უფრო მეტად თავისუფალი და მშვიდი ვარ შინაგანად. ძალიან ბევრ დადებით მოვლენას ვხედავ ჩემს გარშემო, რასაც მანამდე ვერც კი ვამჩნევდი. უფრო მეტად მადლიერი გავხდი და დავაფასე ის რაც მაქვს."
ლედი ბოჟაძე

"თინი გავიცანი ჩემი ცხოვრების ძალიან რთულ ეტაპზე, სირთულეები მქონდა, პირად ურთიერთობაში, მშობლებთან და დებთან ურთიერთობაში, კარიერაში ვერ ვითარდებოდი, შვილის ჯანმრთელობის პრობლემა, მეუღლის სამსახურის დაკარგვა და კიდევ უამრავი რამ. ეს პერიოდი ძალიან სტრესული იყო ჩემთვის და სწორედ ამ დროს გავიცანი თინი და მან როგორც მზის სხივმა, შეაღწია ჩემს დაბინდულ გონებაში და გაანათა ის, დამანახა რომ რეალობა ბევრად უფრო კეთილია ვიდრე მეგონა.
ჩვენ ვიმუშავეთ პირად ურთიერთობაზე, შვილის ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელშიც თავს ვიდანაშაულებდი და მან დამანახა რეალობა რა იყო და ის რაც ტკივილს მაყენებდა, მხოლოდ ჩემი გონებიდან მოდიოდა. მე შემეცვალა შვილთან ურთიერთობა, მე მხოლოდ შევცვალე ჩემი დამოკიდებულება და ყველაფერი თავისთავად მოხდა. მისი ქცევები სტაბილური გახდა. ეხლა ვიცი თუ ისევ იქნება რამე მხოლოდ საჭიროა ვიმუშაო და ისევ ჩადგება ყველაფერი თავის ადგილზე. დავინახე მსხვერპლის როლში ყოფნა სულაც არ არის საჭირო სიყვარულის და ყურადღების მისაღებად. ჩემი ცხოვრება გახდა უფრო მშვიდი, გულწრფელი ურთიერთობებით.
თინისთან მუშაობა არის უდიდესი საჩუქარი რომელიც შეიძლება თავს გაუკეთო, ამიტომ მე მას რეკომენდაციას ვუწევ. ის არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, სულ განვითარების და სიახლეების მაძიებელი, ის სრულყოფს თავის ცოდნას და ეს უძლიერეს შედეგს იძლევა მუშაობისას რადგან ის მუშაობის დროს იყენებს უძლიერეს ტექნიკების სინთეზს. მომწონს ის რომ, გრძნობს როდის რა კითხვა გჭირდება, თავს არ გახვევს თავის რჩევებს, შენ თავად პოულობ პასუხებს და აკეთებ დასკვნებს, მიდიხარ პასუხამდე რომელიც გჭირდება იმისთვის რომ თავი უფრო ბედნიერად იგრძნო."
მაკა გორდელაძე

"პროექტის დასაწყისში (საკუთარ თავთან ჰარმონიაში) დავწერე ჩემი პრობლემების შესახებ,აქედან ყველაზე სერიოზული პრობლემა ეხებოდა ჩემს ბრაზს მამის მიმართ და ჯანმრთელობას. მამა დავკარგე 3 წლის წინ, თან ისედაც მთელი ცხოვრება უამრავი პრობლემა მქონდა მამასთან და როცა მოხდა ეს ტრაგედია, ამან საერთოდ გამანადგურა.თითქმის 3 წელი მქონდა დეპრესია, ეს შინაგანი მდგომარეობა ძალიან ცუდად აისახა ჯანმრთელობაზე. ათასი ავადმყოფობა,ოპერაციები,ექიმები.. ბოლო დიაგნოზი დამისვევს დაახლოებით 6 თვის წინ-მკერდში კისტა და 8 ფიბროადენომა(კვანძები). რა თქმა უნდა, ასეთი დიაგნოზის შემდეგ კარგს არაფერს ელოდები. თან ექიმებმაც მითხრეს რომ ტენდენციის შემთხვევაში ამოსაჭრელია და იმის გარანტიასაც არ მაძლევდნენ რომ საერთოდ გაქრება.
მოკლედ,ამ დროისთვის (ანუ პროექტამდე ცოტა ადრე) მე უკვე დავიწყე სერიოზულად ფიქრი ჩემს სულიერ მდგომარეობაზე,ვკითხულობდი სტატიებს ფსიქოსომატიკაზე და ზუსტად სექტემბერში ვნახე თინის პოსტი პროექტის შესახებ (როცა მოვინდომე განკურნება თვითონ სამყარო მეხმარებოდა და ეს პროექტიც საჭირო დროს გამოჩნდა:) )
ჩვენი სამუშაოს დახმარებით უფრო ღრმად ჩავეძიე,ვმუშაობდი ჩემს ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემაზე-მამაზე. ვხვდებოდი,რომ ეს დაგროვილი ბრაზი მახრჩობდა, ამდენი უარყოფითი ემოცია ერთად მღუპავდა.
სამუშაოს შემდეგ (ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად) მივიღე ის ტრაგედია,რომელიც დატრიალდა ჩემს თავს, მივიღე მამაჩემი და მისი გადაწყვეტილებაც. მივიღე ყველა ის მოვლენა,რომელიც თავს ცუდად მაგრძნობნებდა. და რაც მთავარია, ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა: "ვინ ვიქნებოდი ამ ისტორიის გარეშე?" და ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ მე უბრალოდ ვცხოვრობდი ამ ისტორიით, მამაჩემის ისტორიით, რომელიც პრინციპში ჩემიც კი არ იყო და ამაზე ავაწყვე მთელი დრამები,რომლებმაც კინაღამ დამღუპეს.
იმის შემდეგ,რაც მე გავაცნობიერე ეს და მივიღე ყველაფერი ისე,როგორც არის,გავხდი თავისუფალი,ამოვისუნთქე! დავმშვიდდი, ბრაზი აღარ მახრჩობდა... რატომ დავწერე ეს ყველაფერი..
დაახლოებით 2 თუ 3 კვირის წინ ვიყავი ექოზე. ექიმი გაოგნებული ეძებდა კისტას :D რომელიც სადღაც გაქრა)) კვანძებში ტენდენცია საერთოდ არ არის.
ამით იმის თქმა მინდა,რომ არ ჩაითოვოთ გულში წყენა და ბრაზი იმიტომ, რომ ეს შეიძლება აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ჩემს შემთხვევაში ვიცი, რომ ზუსტად ჩემმა ნეგატიურმა ფიქრებმა გამოიწვიეს ყველა ჩემი პრობლემა და როგორც კი მე დავიწყე სხვანაირად ფიქრი, გავაცნობიერე, მივიღე, შევიყვარე ის რაც არის, ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და დღეს მე ვარ ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი!
მიყავრხართ ჩემო კარგებო <3 სასწაულები ნამდვილად ხდება,უბრალოდ თქვენ უნდა გქონდეთ ამ სასწაულების მიღების სურვილი და თქვენ აუცილებლად მათ მიიღებთ!
დიდი მადლობა თინის, დიდი მადლობა თქვენ ყველას! დიდი მადლობა იმ ძალას,რომელმაც მომიყვანა აქ!"
დიანა რამაზაშვილი
ბევრ ჩვენგანს დღემდე მოჰყვება საბჭოთა მენტალიტეტისგან შემორჩენილი ძველი რწმენები: „ფული ხელის ჭუჭყია“, "რესურსები შეზღუდულია", „ნუ გამოჩნდები“ (ნუ გამოეყოფი მასას) და ა.შ.
ეს რწმენები საბოტაჟს უწყობს ჩვენს თვითრეალიზაციას, გამბედაობასა და შემოსავლის მიღების უნარს.
სინამდვილეში კი, ფული ენერგიაა. რაც უფრო მეტ ღირებულებას ქმნი, რაც უფრო მეტ პრობლემას უწყვიტავ ადამიანებს, მით მეტი ფული მოდის შენთან ბუნებრივად.
როდესაც იღებ საკუთარ უნიკალურობასა და მისიას, ფული ხდება მსახურების გამოხატულება და არა სირცხვილი.
ეს პროგრამა ემსახურება შენი უნიკალური გზის პოვნასა და ისეთი ცხოვრების შენებას, სადაც შენი საქმე აღიქმება როგორც მისია - და ამავე დროს, უზრუნველგყოფს ფინანსურად.
მე პირადად ვიცნობ ამ გზას. 10 წელზე მეტია, რაც ანტრეპრენერი და საკუთარი თავის უფროსი ვარ: ვთარგმნიდი და გამოვცემდი ბესტსელერ წიგნებს, ვავსებდი 1000-კაციან დარბაზებს, ვუძღვებოდი პროგრამებს ათასობით მონაწილისთვის და ვეხმარებოდი ადამიანებს 30+ ქვეყანაში. მე გაგიზიარებთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებმაც ეს რეალობა შემაქმნევინა.
ამ პროგრამის განმავლობაში შენ:
შეხვდები შენს უნიკალურ თვისებებს, ძლიერ მხარეებს, ნიჭსა და უნარებს - მათ შორის იმათაც, რომლებსაც ჯერ ვერ ხედავ.
აღმოაჩენ, რომელი საქმე გინთებს თვალებს და შეიძლება იქცეს შენს მისიად.
აქცევ შენს ხედვას კონკრეტულ მიზნებად და სტრატეგიად - ნაცვლად იმისა, რომ დატოვო ის მხოლოდ ოცნებად „მერე-სთვის“.
გაგიზიარებ პერსონალური ბრენდინგისა და მარკეტინგის მნიშვნელოვან პრინციპებს - რათა ადამიანებმა შეძლონ შენი პოვნა და ცნობა.
გაიაზრებ, რას ნიშნავს წარმატება შენთვის და როგორ გაიზარდო შენს პროფესიაში ან ბიზნესში.
გამოიკვლევ, როგორ გაზარდო შემოსავალი, დაგეგმო ფინანსური დამოუკიდებლობა და ააწყო ჯანსაღი ურთიერთობა ფულთან.
ფორმატი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 კვირა
≈ 10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა, + რამდენიმე თემატური ლექცია; პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები.
შედეგი: სიცხადე შენს მისიასთან დაკავშირებით, კონკრეტული მიმართულება შენი საყვარელი საქმისთვის და პრაქტიკული ნაბიჯები ფინანსური დამოუკიდებლობისკენ.


პროგრამაში ,,ცხოვრება მიისიით" - ძალიან ღრმა და საკუთარ თავთან ჩამწვდომი სავარჯიშოები იყო, რაც დამეხმარა კიდევ უფრო მივახლოვებოდი საკუთარ მეს.
მვუშაობ ძალიან კომფორტულად, სიამოვნებით. თინი ბოლომდე ჩართულია, მაქსიმალურად ცდილობს ყველას გაგაებას, დახმარებას, ნამდვილად იგრძნობა რომ უნდა ადამიანების დახმარება, ეს სინამდვილე და გულწრფელობა მოდის პირდაპირ ჩემს გულთან და ამიტომაც მოვყვები მთელი წელი. სიყვარული იგრძნობა და როგორ შეიძლება სიყვარულით გაკეთებულს, გაზიარებულს შედეგი არ ქონდეს.
პროგრამამდე მქონდა სიცარიელე თუ რა მინდოდა, რისი კეთება მინდოდა, ჯგუფშიც დავწერე ვინმეს რომ ეკითხა ხვალვე დაიწყებ რისი კეთებაც გინდოდა არ მქონდა პასუხი, ვიყავი ძიებაში მინდოდა საქმე რომელიც მეყვარებოდა, რადგან წლები ვაკეთები იმას რისი კეთებაც არ მანიჭებდა სიამოვნებას, ეს ძალიან მოქმედებდა ჩემზე და მთრგუნავდა, ამ პროექტით დავინახე,რომ ფოტოგრაფია არის ის რისი კეთებაც არასდროს არ მომბეზრდება და სიამოვნებით დავიხარჯებოდი ამ სფეროში. მართალია სრულიად სხვა სფეროდან სხვაგან გადავდივარ და ნულიდან ვაპირებ დაწყებას,მაგრამ მერე რა..
პირველ რიგში დამოკიდებულება, სითბო და სიყვარული მომეწონა პროგრამაში, რომელიც იგრძნობა, თინისგან, მონაწილეებისგან, ეს კიდევ უფრო მეტი სტიმული იყო ჩემთვის.
ყველა სავარჯიშო საკმაოდ ღრმა და ნაყოფიერი იყო ჩემთვის, გამოვყოფდი განსაკუთრებით მედიტაციას, გათავისუფლებას და ჩემს მიერ შერჩეულ მენტორებთან შეხვედრა. საბოლოოდ გავაცნობიერე და გავუშვი ჩემგან, ჩემი ყველაზე დიდი შემზღუდველი რწმუნებულება, რომელიც ხელს მიშლიდა და რის გამოც არ ვუსმენდი საკუთარ თავს.
მენტორებთან შეხვედრისას აღმოვჩნდი საკუთარ სიზმრაში, რომელიც ხშირად მიმეორდებოდა ,ეს რაღაც საოცარი იყო ჩემთვის და ნათელი გახდა,რომ ბევრი რამის პასუხი ჩემშია და როდესაც ვუსმენ საკუთარ თავს ყოველთვის ვპოულობ პასუხს.
არ აქვს მნიშვნელობა დროს, ასაკს. ყოველთვის, ყოველთვის უნდა იბრძოლო და გადაგა თუნდაც მცირე ნაბიჯი შენი ნამდვილი რეალური სურვილებისთვის, მიზნებისთვის. ყოველთვის ახლოს ვიყო ჩემს მესთან, მასთან კავშირით ჩემი ქმედებები ყოველთვის სიყვარულით და გულით გაკეთებული იქმნება, რაც ბედნიერებას მომანიჭებს და სხვა ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭების საშუალებასაც მომცემს. ამაზე კარგი რაღა უნდა იყოს?! ნათლად დავინახე, წლების შემდეგ რამხელა ფასია, დანაკარგი, თუ ამ ყველაფერს არ გავიაზრებ,გავაცნობიერებ და შვეცდები მოქედებას. როდესაც უკან მოიხედავ და მხოლოდ სინანულს დაინახავ მგონია რომ იქვე, იმ წამს ჩავქრები, გავიყინები და საბოლოოდ დაიმსხვრევა ჩემი გული.
რომ არა ეს პროგრამა, გამოვტოვებდი ჩემი თავისკენ ძიების გზას. ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი როდესაც გამიჩნდა კითხვა რატომ? საკმაოდ რთული და შეიძლება ითქვას ხანგრძლივი პროცესი იყო, მივხდი რომ დავკარგულვარ და აღარ ვიცოდი ვინ ვიყავი. მთელი შენი არსებით რომ გინდა და მოგეცემა ზუსტად ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც და დავიწყე ,,ახალი სუნთქვიდან" და უკვე მეორე პროექტია მოვყვები თინის და ასე გავყვები მთელი წელი. ასეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი თავის პაზლს ვაწყობ და ამ პროექტით კიდევ ერთი ნაწილი დავაკავშირე და დავდე მთლიანი სურათისთვის.
იმხელა გარდატეხას ვგრძნობ, სრულიად სხვანაირ პიროვნების აღმოჩენას ვიწყებ საკუთარ თავში, ხანდახან ვეუბნები საკუთარ თავს სად იყავი აქამდეთქო?!
იცით, თქმაც არ მჭირდება. გარშემოყოფები მეუბნებიან რომ შევიცვალე, სრულიად სხვა ვარ, ანათებო და ძალიან მოწონთ ჩემი ასეთი გარდატეხა,ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულია ჩემთვის.
ზემოთაც ვთქვი, როდესაც უფრო და უფრო ახლოს მიდიხარ საკუთარ მესთან ,ისეთი საოცარ ხედვას გიქმნის,სიყვარულით მოცულს ეს ნამდვილად ღირს რომ ადამიანმა შეიგრძნოს, იპოვოს.
ვურჩევ ყველას ვისშიდაც კი დავინახავ,თუნდაც ერთი სხივი მისი გულიდან გამომავალი ჩამქვრალია."
ნათია ჯაოშვილი

"თინის პროგრამა "ცხოვრება მისიით" დამეხმარა ჩემს სურვილებს და შესაძლებლობებს ჩავღრმავებოდი, გამეცნობიერებინა რა მინდა და რამდენად ბევრი შემიძლია
თინი ძალიან გულწრფელი, განსაკუთრებულად კარგი ადამიანია, გეხმარება გაიხსენო ის რაც უკვე შენშია.. აუცილებლად აღმოგაჩენინებს რამდენად დიდი შესაძლებლობები გაქვს.
ჩემს მიზნამდე ადრეთუგვიან მაინც მივიდოდი, მაგრამ "ცხოვრება მისიის" გარეშე ვფიქრობ ბევრად მეტი დრო და ენერგია დამეხარჯებოდა, ბევრად გვიან ან არასდროს მოვიშორებდი არასაჭირო და არასწორ რწმუნებულებებს, რომლებიც მხოლოდ გვაბრკოლებს.. და გვიან გავაცნობიერებდი ცხადად, რომ რაც მინდა რომ მოვიზიდო ამისკენ ნაბიჯები თავად უნდა გადავდგა.
ყველა ვინც თავის გეგმებში და ფიქრებში ცოტა არეული, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებულია მთელი გულით ვუსურვებდი შესძლებოდა ამ პროგრამის გავლა
დაეხმარებოდათ განთავისუფლებაში.
ლალი ჩიდრაშვილი

"პროგრამამდე არ მქონდა გაცნობიერებული თუ ზუსტად რა მინდოდა, იმ საქმეში რაშიც ვარ სწორედ ეს იყო თუ არა ჩემი მისია პროგრამის შემდეგ კი მივხვდი, რომ სწორ გზას ვადგავარ და ძალიან სასარგებლო და კეთილშობილურ საქმეს ვაკეთებ!
პროგრამაში ყველაზე ძალიან მომეწონა ის, რომ მან მომცა საშუალება ნათლად და მკაფიოდ დამესახა ჩემი მიზნები და და დამანახა ამ მიზნამდე მისასვლელი გზები, ასევე შემძინა უფრო მეტი თავდაჯერებულობა, ამიმაღლა მოტივაცია.
მე გავაცნობიერე რომ თუ არ გაჩერდები, არ ჩაიქნევ ხელს და იმოქმედებ, აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს.
რომ არა ეს პროგრამა, გამოვტოვებდი ალბათ იმას, რომ ვიქნებოდი ალბათ ისევ ცოტა მერყევი, საკუთარ თავში არ ვიქნებოდი დიდად დარწმუნებული და მოტივირებული, როგორიც ახლა ვარ!
ნამდვილად ვურჩევდი იმათ, ვისაც სურს აღმოაჩინონ საკუთარი ცხოვრებისეული მისია იყვნენ უფრო გაბედულნი და აიმაღლონ მოტივაცია, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ, რის მიღწევაშიც თინი აუცილებლად დაეხმარებათ!"
ნინო ბაგრატიონი

"მადლიერებით სავსე ვარ თინის და ამ პროგრამის. აქამდე არ ვიცოდი რამდენი რამ შემეძლო თურმე, აქამდე ვერ ვხედავდი რა იყო აწმყო და რისი გაკეთება შემეძლო დღეს. ჩემს თავში ვიპოვე ძალა , რომელმაც შთამაგონა გავხდე ის ვისზეც მუდამ ვოცნებობდი და ჩემს თავს ვერ ვუტყდებოდი ამ ოცნებებში, რადგან არარეალური მეგონა. იოცნებეთ მანამ, სანამ ეს ოცნება არ აგისრულდებათ, ირწმუნეთ საკუთარი თავის , ყველაზე დიდი საყრდენი თქვენშია.
უმთავრესი გაცნობიერება იყო, რომ მომავალი ახლაა, ყოველ ახალ დღეს შემიძლია წინ გადავდგა ნაბიჯი და შევამცირო მანძილი ჩემი ოცნებების ასრულებისკენ, მივწვდე მწვერვალებს და არ შევზღუდო ჩემი თავი.
რომ არა ეს პროგრამა ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ მე შემიძლია ჩემი ცხოვრების შემოქმედი ვიყო, ვისწავლო ის, რაც მსურს და ვაკეთო ის, რაც გულით მინდა, მე ამის ძალა მაქვს!
დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თინი ფანტასტიური და შეუდარებელია."
ნინო შენგელია

"პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის საკუთარ თავში ჩაღრმავების, დაფიქრების და პრიორიტეტების განსაზღვრის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.
თინისთან მუშაობა ყოველთვის ენერგიითა და დადებითი მუხტებით მავსებს. ძალიან მომეწონა მის მიერ გამოყენებული ტექნიკები და სავარჯიშოები, მათი თანმიმდევრობა, რომლების შესრულებისას კიდევ უფრო ღრმად ჩავდიოდი საკუთარ თავში და უფრო მეტ საფიქრალს მიჩენდა, თითქოს დიდი ხნის წინ დაპაუზებული მოქმედება თავიდან მოვიდა მოძრაობაში, გაჩერებული წერტილიდან კვლავ დაიძრა.
პროგრამის მსვლელობისას კიდევ ბევრჯერ გადავხედე საკუთარ ცხოვრებას, სურვილებს, გავაანალიზე მიზნები. აღმოვაჩინე, რომ უამრავი შინაგანი ბლოკი და რწმუნებულება მიშლის ხელს იმაში, რომ დანამდვილებით გავიგო რა მინდა, დავჯდე და მოვისმინო საკუთარ გულს, ეს ყველაფერი პროგრამამდე თითქოს, სხვენში შემონახულივით მქონდა. პროგრამის მსვლელობისას კი ფეხაკრეფით მივუახლოვდი სხვენს, სიფრთხილით გავხსენი იქ შემონახული უამრავი სკივრი და კარგად დავათვალიერე. მგონია, რომ ეს კიდევ დასაწყისია თუმცა, რაც მთავარია, ყინული დაიძრა. ჯერ კიდევ უამრავი რამ მაქვს საკუთარ თავში აღმოსაჩენი.
საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი და პატარ-პატარა აღმოჩენების გაკეთება მომეწონა ყველაზე მეტად და ჯგუფში დატრიალებული სიყვარულითა და მხარდაჭერით სავსე ენერგია.
ყველაზე დიდი გაცნობიერება ის იყო, რომ თავდაჯერებულობა მაკლია, თითქოს არც კი ვენდობი საკუთარ თავს და ამიტომ აღიარებას მუდმივად გარეთ ვეძებ. მგონია, რომ გარედან მიღებული აღიარება ამ დანაკლისს შემივსებს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. თავდაჯერებულობის ნაკლებობა მიშლის ხელს მოვუსმინო გულს და გავიგო ჩემი ნამდვილი სურვილები, დავისახო მიზნები, ვიბრძოლო მათი განხორციელებისათვის და აღმოვაჩინო საკუთარი მისია. თურმე, უთვალავი რწმუნებულებით მაქვს გამოტენილი თავი, მინდა, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაო, მივაკვლიო მათი წარმოშობის მიზეზებს და გავანეიტრალო ისინი.
რომ არა პროგრამა "ცხოვრება მისიით", გამოვტოვებდი საკუთარ თავში ჩაღრმავების შესანიშნავ საშუალებას, თინისთან ერთად მუშაობის შანსს და იმ საოცრად თბილ და სიყვარულით სავსე დადებითი ენერგიის ზღვას, ჯგუფში რომ ტრიალებდა.
პროგრამას ვურჩევდი სხვებსაც აუცილებლად, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარ თავში გარკვევა, გულის მოსმენა, ნამდვილი სურვილების და მისიის აღმოჩენა და თინისთან მუშაობის პროცესში დადებითი ენერგიით ავსება."
ნინო ჩადუნელი

ცხოვრებაში გამოწვევები ყოველთვის იქნება. მაგრამ სტრესს თუ ტანჯვის შეგრძნებას იწვევს არა თავად მოვლენები, არამედ ის, თუ როგორ აღვიქვამთ მათ, რისი გვჯერა და რას ვეუბნებით საკუთარ თავს. როცა გონება სავსეა სტრესული ფიქრებით, შიშებითა და კითხვებით „რა იქნება, თუ...“, შესაძლოა მოგეჩვენოს, რომ არასდროს ხარ უსაფრთხოდ - მაშინაც კი, როცა ამ მომენტში ცუდი არაფერი ხდება.
ეს პროგრამა გასწავლის კონკრეტულ მეთოდს, თუ როგორ დააყენო ეჭვქვეშ სტრესული ფიქრები და იპოვო სიმშვიდე საკუთარ თავში, მაშინაც კი, როცა ცხოვრება სტრესით და დაძაბულობით სავსეა.
მე გაგიძღვები ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ (The Work) პროცესში - ეს არის მარტივი, მაგრამ ამავდროულად სიღრმისეული მეთოდი, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს დაეხმარა (და რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრებაც). სწორედ ამიტომ ჩამოვიტანე ეს მეთოდი საქართველოში, ვთარგმნე და გამოვეცი მისი ბესტსელერები და ათასობით ადამიანს გავუზიარე.
ამ პროგრამის განმავლობაში შენ:
ისწავლი ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ გამოყენებას ნაბიჯ-ნაბიჯ, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.
მოარგებ ამ მეთოდს შენთვის ყველაზე მტკივნეულ თემებს: ურთიერთობებს, ოჯახს, ფულს, ჯანმრთელობას, სამსახურს თუ წარსულ მოვლენებს.
ნათლად დაინახავ, როგორ ქმნის შენი გონება ტანჯვას - და ისწავლი, როგორ შეხვდე რეალობას სხვაგვარად.
განიცდი ღრმა შინაგანი სიმშვიდის მომენტებს იმ საკითხებთან მიმართებაშიც კი, რომლებიც ადრე ძლიერ გაფორიაქებდა.
ივარჯიშებ მყარი შინაგანი საყრდენის პოვნაში, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.
გაეცნები ძენით შთაგონებულ მარტივ ხედვებს, რომლებიც დაგეხმარება, დაუმეგობრდე ცხოვრებას ისეთს, როგორიც ის არის.
ფორმატი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 კვირა
≈ 10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა, + რამდენიმე თემატური ლექცია; პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები.
შედეგი: პრაქტიკული მეთოდი მთელი ცხოვრებისთვის, რათა იმუშაო სტრესულ ფიქრებთან და კვლავ და კვლავ იპოვო შინაგანი სიმშვიდე.
"ბაირონ ქეითის „ სამუშაო“ - ეს არის ინსტრუმენტი რომელიც მაძლევს საშუალებას დავჩე საკუთრ თავთნ, ვისწავლო საკუთრი თავის მოსმენა, ვისწავლოს რთულ სიტუაციებთან საკუთარი ძალებით გამკლავებას. ჩემთვის ბაირონ ქეითის „ სამუშაო“ , არის იმედი. თითქოს ვიცი რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან ვიპოვი გამოსავალს.
„სამუშაო“ არის ძალა, იმედი და ენერგია. ინსტრუმენტი რომელიც საშუალებას გაძლევს დაინახო რთული სიტუაცია სხვადასხვა კუთხით, შეხედო მას სხვა თვალით, დაინახო პრობლემის რეალური მხარე, ის გაძლევს მოტივაციას, რომ ძალა მხოლოდ საკუთარ თავშია."
ნათია კალანდია
"ბაირონ ქეითის "სამუშაო" - ეს არის მეთოდი, რომელიც რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყო გამოგიყვანს მდგომარეობიდან. დაგანახებს რეალობას, დაგაბრუნებს რეალობაში, გაგაანალიზებინებს სად ხარ, ვინ ხარ. რა არ მოგწონს შენს თავში, რას არ იღებ შენს თავში. გაძლევს საშუალებას დაუხლოვდე შენს თავს, მიიღო შენი თავი ისეთი როგორიცაა და ამ ყველაფერს სიმშვიდე და შენი თავის სიყვარულის უდიდესი შეგრძნება მოაქვს. "
ნინო ძიძიგური

"ბაირონ ქეითის სამუშაომ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, დამანახა მოვლენები ისე როგორც არის და არა ისე როგორც მე ვხედავდი და მეგონა რომ იყო, უბრალოდ დავინახე რეალურად რა ხდება, სამუშაო მეხმარება რომ საკუთარ თავში ღრმად ჩავიხედო და ის სტრესები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვეძებო მე თავად სად ვექცევი საკუთარ თავს იგივენაირად და რა უნდა შევცვალო ჩემში, მე არ მქონდა ურთიერთობა მამასთან, დედასთან და დებთან მქონდა ეჭვიანობები და წყენები, ასევე მეუღლესთან და შვილებთან კონფლიქტები, კარიერაში უკმაყოფილება, მე სამუშაოს დახმარებით გავაანალიზე და მივხდი თუ რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი და ნელ ნელა ყველგან შეიცვალა მდგომარეობა, დღეს მე მამასთან ჩვეულებრივ ვურთიერთობ, დედასთან და დებთან ყოველდღიური გულწრფელი ურთიერთობა მაქვს, მეუღლესთან და შვილებთანაც ლაგდება და კარიერაშიც ვიცი რომ იქ არ ვიყავი სადაც მინდოდა და ჩემი მხრიდან მოდიოდა ყველაფერი, მე უკვე ვიცი როგორ შემიძლია გავხადო ჩემი ცხოვრება ისეთი როგორიც მინდა რომ იყოს და თქვენც გირჩევთ რომ გაეცნოთ და გაიგოთ ამ უძლიერესი მეთოდის შესახებ. ეს ის ცოდნაა რომელიც თქვენ ღრმად საკუთარ თავში ჩაგახედებთ და დაგანახებთ რა არის რეალობა, რომელიც შეუძლებელია არ გიყვარდეს."
მაკა გორდელაძე
"ვამაყობ საკუთარი გადაწყვეტილებით, რომ მთელ წელს თინისთან ერთად გავატარებ, უამრავ აღმოჩენას გავაკეთებ და უფრო დავუახლოვდები იმ ნინოს, ვინც მინდა რომ ვიყო.
თინის მესამე პროგრამაა, რაშიც ვიღებ მონაწილეობას და ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის "სტრესული ფიქრების მართვა" აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაირონ ქეითის წინგნი მქონდა და "სამუშაოს" სპეციფიკაც ვიცოდი, პროგრამის ლაივებმა ბიძგი მომცა ფიქრების გამოკვლევა ყოველდღიურ ფორმატში მეწარმოებინა და თინისთან მემუშავა.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არასდროს ვცხოვრობდი აწმყოთი, მუდამ ან მომავლის შფოთვები მქონდა ან წარსულის ტრავმებს ვიხსენებდი.
დღეს ჩემო დღის დიდ ნაწილს აწმყოში ვატარებ, შევიგრძნობ წუთებს, წამებს და არაერთხელ ვგრძნობ, რომ ესაა ბედნიერება. საკუთარი საზღვრების დაცვისკენ სვლა დავიწყე, ნაკლებად ვტუქსავ და ვადანაშაულებ ჩემს თავს, მეტად მიყვარს და ვაფასებ ჩემს გადაწყვეტილებებს. რომ არა ეს პროგრამა გამოვტოვებდი ყველაზე მთავარს, აწმყოში ცხოვრების დასწავლის შესაძლებლობას.
მადლობა მონაწილეებს გულშემატკივრობისთვის, თინის ანგელოზებს ამხელა მხარდაჭერისთვის და თინის იმისთვის, რომ დაიბადა, ისწავლა, განვითარდა და ახლა მე მაქვს შესაძლებლობა მისი დახმარებით ყველაზე ღირებული შევიგრძნო ამ ქვეყნად, აწმყოში ბედნიერება და სულ არაფერს ველოდო ამისთვის, არ ველოდო როდის ჩამეხუტება პარტნიორი, როდის ამოვა მზე და გამინათებს სულს, საკუთარი სულის მნათობები ჩვენ თავად ვართ. გისურვებთ უდიდეს ბედნიერებას. სიყვარულით ნინო.
- ნინო შენგელია
"ჩემი აზროვნება შეიცვალა დადებითი კუთხით. სიტუაციები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვიღებ მარტივად, აღარ ვითრგუნები. ვმუშაობ ამ სიტუაციებზე და ვთავისუფდები ამ ფიქრებისგან. ამ პროგრამამ მასწავლა როგორ გავთავისუფლდე სტრესული ფიქრებისგან. როგორ ვიყო ბედნიერი აქ და ამჟამად. ამ პროგრამამ ჩემში სრული ტრანსფორმაცია მოახდინა.
სანამ ამ პროგრამაში ჩავერთვებოდი ვიყავი პესიმისტი ადამიანი, რომელიც ყველაფერში ცუდს ხედავს. რაც ცუდი ხდებოდა ჩემს გარშემო სხვა ადამიანებს ვაბრალებდი, რომ ისინი ყველაფერში იყვნენ დამნაშავეები. თუ რამე არ გამომდიოდა საკუთარ თავს კი არა ჩემს გარშემო ადამიანებს ვაბრალებდი. არ ვიყავი სამყაროს მიმართ გულწრფელი და გახსნილი. მქონდა თვითკრიტიკული აზრები საკუთარი თავის მიმართ, რაც ხელს მიშლიდა მიზნების განხორციელებაში. ამ პროგრამის მერე ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. გავხდი სამყაროს მიმართ გულწრფელი და გახსნილი. გავხდი მეტად ენერგიული, თავდაჯერებული, მიზანდასახული. გავთავისუფლდი ნეგატიური ფიქრებისგან. გავხდი პოზიტიური, ბედნიერი, თავისუფალი. მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. გავთავისუფლდი თვითკრიტიკული აზრებისგან საკუთარ თავზე. ვისწავლე რომ რომ ეს ჩემი საქმეა, ეს სხვისი საქმეა და ეს უფლის საქმე.
ქეთი ქოქაშვილი
"იცით რას ვფიქრობ ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ შესახებ?
ეს პროგრამა ერთგვარი გზაა ადამიანური ბუნების უკეთ შემეცნების, თქვენ გაიგებთ თუ რამდენად შეიძლება იყოთ საკუთარი ფიქრების ტყვეები, თუ რამდენად აფერხებთ თქვენსავე განვითარებას, როცა გვჯერა არასწორი ფიქრების. მე ამ პროგრამამ მომცა საშუალება სიღრმისეულად მემოგზაურა საკუთარ თავში, მემუშავა და გავთავისუფლებულიყავი მცდარი ფიქრებისგან, რომლებიც იწვევდა სტრესს ან ხელს მიშლიდა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. ამ პროგრამაში მონაწილეობით დავრწმუნდი ამ ტექნიკის ეფექტურობაში და უნიკალურობაში, იცვლები და იცვლება ყველაფრი შენს გარშემო! თანაც მხოლოდ უკეთესობისკენ! ღირს საკუთარ თავზე გამოსცადოთ ეს ცვლილებები, ეს სიმშვიდე და სილაღე, რაც ამ მეთოდით მუშაობას მოაქვს.
თაკო მიქიაშვილი
"არასოდეს შევხებივარ მსგავს ჰუმანისტურ, პოზიტიურ, ნაზ და ამავდროულად ძალიან ღრმა ფენომენს, რომელსაც უზარმაზარი გაცნობიერება მოაქვს და თვალსა და ხელს შუა გცვლის - შენს დამოკიდებულებებს, წარმოდგენებს, მიმღებლობას, შეგრძნებებს, ქმედებებს - და რაც მთავარია ხედავ როგორ იცვლება სამყაროც შენს ირგვლივ და ხდება უფრო ფერადი, პოზიტიური, სიყვარულით და ჰარმონიით სავსე! <3 ეს მარტივი კითხვები, რომლებიც მაღალ ბალიან მიწისძვრას აწყობენ შენს ცნობიერსა და არაცნობიერში და კეთილშობილური, სიყვარულის და შვების მომტანი შებრუნებები!. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს "სამუშაო"-ს შესახებ და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მინდა იქცეს რესურსი სიმშვიდისა და ჰარმონიისთვის ცხოვრებაში!"
-ეთო ბუნტური
გულზე ხელი დაიდე და გულწრფელად ჰკითხე საკუთარ თავს:
სინამდვილეში როგორ ესაუბრები საკუთარ თავს?
კეთილი და მოსიყვარულე ხარ... თუ საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი?
აყენებ სხვებს პირველ ადგილზე, საკუთარ თავს კი - ბოლოში?
მუდმივად ცდილობ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას, მათთვის თავის მოწონებას და „კარგი გოგოს“ როლის თამაშს - რის შემდეგაც სიცარიელეს და დაგროვილ წყენას გრძნობ?
თუ კიდევ 1, 5 ან 10 წელი გააგრძელებ ასე ცხოვრებას... სად იქნები? როგორი იქნება შენი ცხოვრება, თუ ვერასდროს გახდები საკუთარი თავის მოკავშირე?
ეს პროგრამა არის ამ პატერნის სიყვარულით შეჩერება. ეს არის სივრცე საკუთარ თავთან დასაბრუნებლად: რათა შეხვდე შენს აუთენტურ „მე“-ს, აღადგინო მასთან კავშირი და საბოლოოდ, მოეპყრა მას სიყვარულითა და პატივისცემით.
ამ პროგრამის განმავლობაში შენ:
აღმოაჩენ, რომელ „ნიღაბს“ ატარებ და რომელი ქცევითი მოდელები (პატერნები) განიზიდავენ სიყვარულსა და მიღებას, ნაცვლად იმისა, რომ მოიზიდონ ისინი.
ისწავლი შენი შინაგანი კრიტიკოსის ხმის შემჩნევას და მის გარდაქმნას მხარდამჭერ, თანაგრძნობით სავსე შინაგან დიალოგად.
გააცნობიერებ, რატომ არ განსაზღვრავს წარსული გამოცდილება შენს ფასეულობას და როგორ შეწყვიტო ლოდინი, რომ გახდე „სრულიად მზად“ ან „იდეალური“, სანამ საკუთარ თავს მიიღებ.
იმუშავებ შენს შინაგან ბავშვთან - მისცემ მას იმ სიყვარულს, ყურადღებასა და დაცულობას, რომელიც მან სრულად ვერ მიიღო.
გააკეთებ ღრმა, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რათა დაუკავშირდე შენს ნამდვილ თავს, შენს საჭიროებებს, სურვილებსა და საზღვრებს.
ივარჯიშებ იმაში, რომ დადგე საკუთარ მხარეს - არა სხვების წინააღმდეგ, არამედ შენი თავისთვის.
ფორმატი:
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 კვირა
≈ 10 ცოცხალი (LIVE) ონლაინ შეხვედრა, + რამდენიმე თემატური ლექცია; პრაქტიკული სავარჯიშოები და დავალებები.
შედეგი: უფრო კეთილი შინაგანი სამყარო, მეტი თვითპატივისცემა და განცდა, რომ ცხოვრობ როგორც შენი ნამდვილი - ავთენტური „მე“ - და არა როგორც რაღაც როლის შემსრულებელი.

"პროგრამამდე სრულიად დაბნეული და სადღაც ჩაკარგული ვიყავი, ვერ ვფლობდი სიტუაციას, მხოლოდ ვიცოდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ვკითხულობდი როგორ და სად მეპოვა შინაგანი ბედნიერების განცდა, ვერსას საჭირო პასუხებს ვპოულობდი და მერე ეს მისწრაფებები ბედნიერების ძიებაში აპათიაში გადამდიოდა, არა და ეს ჩემს ხასიათში არ დევს, მქონდა გამუდმებული კონფლიქტი საკუთარ თავთან.
პროგრამის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, ჯერ მე გზის დასაწყისში ვარ, წინ დიდი და ფართო გზა მაქვს გასავლელი საკუთარი თავის შეცნობის და უკეთ გაცნობის. არსად ვეძებ ბედნიერებას, არსად ვეძებ სიყვარულს, რადგან რასაც მანამდე ვეძებდი და ის გამირბოდა, როგორც საკუთარი აჩრდილი,
თურმე მას ძებნა არ ჭირდებოდა, რადგან არასდროს დამიკარგავს ის. ის ყოველთვის იყო ჩემთან, უბრალოდ, მე არ შემეძლო მისი დანახვა, მე ვერ ვხედავდი ჩემს თავს, ეს იყო პრობლემა.
ამ პროექტით მე ჩემი თავი ვიპოვე! მე, ათას საფიქრალსა და საზრუნავში მყოფს, ერთ მშვენიერ დღეს გადამავიწყდა ჩემივე თავი და მერე შეცდომით ვეძებდი ხან სიყვარულს, ხან სიმშვიდეს, ხან ბედნიერებას;
ხოლო ამ პროექტში მოსვლით ჯერ მივხვდი რა უნდა მეძებნა და მერე როგორ უნდა მეპოვა. :) მე ეს შევძელი! მე მყავს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი! ეს მე ვარ პროექტის შემდეგ."
-თეა ჭინჭარაული
""პროგრამამდე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი რომელსაც არშეეძლო ელენტარულად დაეწყო ის ურთიერთობაც კი რომელიც მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, ვიყავი გაუწონასწორებელი, არაკომუნიკაბელური, ნეგატიური ფიქრებით დატვირთული, კრიტიკოსი, მოუხერხებელი და არათავისუფალი ჩემს თავთან. კიდე ბევრი რამ დავამარცხე უბრალოდ აქ რო ვწერო ვერ დავასრულებ. ამ პროექტიშ შემდეგ კი აღმოვაჩინე ჩემი თავი ისეთი ისუსური და მოუვლელი რომელსაც დღითიდღე სჭირდება მოვლა და განვითარება. აღიარება ვისწავლე საკუთარ თავთან. ვინც მაკრიტიკებ ვიღებ და ვაანალიზებ ეს არის არაჩვეულებრივი ვერ აღვწერ რა მაგარი გრძნობა. ამის მაგალითი დღესაც მქონდა თუ როორ გამაკრიტიკის და მე ის მივიღე ისე რომ არ გავბრაზებულვარ და გამოსწორებაზე დავიწყე ფიქრი.
პროგრამამ უდიდესი გადატიალება მოახდინა ჩემში. მზემ გამოანათა რომელიც აღარასდროს ჩაქრება თუ მე ვიქნები უშიშრად და ძლიერი ყველაფრის წინაშე. ყბელაზე მაგარი კი ის არის რომ რასაც წერ ჰაერიდან მოსული სიტყვები არარის და ამ ყველაფერს განცდები გაწერინებს.
მე სულ სხვა მაკა ვარ, მხიარული, მიმღები, უკომპლექსო, უფრო სანდო და თბილი. მონდომებული და უშიშარი."
მაკა ქათამაძე
"მე პროგრამადე დაპროგრამებული ვიყავი სხვადასხვა მცდარი წარმოდგენებით სამყაროზე, სრულიად დაშორებული რეალობას, რეალობის აღქმას. ბევრი ბავშვობიდან მოყოლებული წარმოდგენები, წყენები თან მსდევდა და მბოჭავდა ბევრ რამეში. ასევ თავდაჯერებული არ ვიყავი არაფერში, ჩემი თვის სიყვარული რა იყო საერთოდ არ ვიცოდი - უფრო ეგოისტობა გამოდიოდა ეს ყველაფერი ვიდრე სიყვარული. პროგრამის შემდეგ ბევრ წარსულის სურათებს წყენებს სხვანარიად შევხედე და გავთავისუფლდი მათგან.
უფრო მეტად გახსნილი გავხდი, თამამი. აღარ მეშინია სხვების აზრის რას იტყვიან ისინი ან რას გაიფიქრებენ. ბევრი რამ გავცნობიერე მშობლებთნ, მეგობრებთან, და საკუთრ ოჯახთან მიმართებაში. ბევრი დამოკიდებულება შევცვალე მიმღებელი გავხდი იმის რაც არის. მივხვდი რომ მე ვარ ყველაფრის წყარო რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ჩემშია ღმერთის ხმა და მას უნდა მოვუსმინოთ ანუ საკუთრ თავს (აბა ისე ღმერთი ვერ ჩამოვა და ვერ გეტყვის ასე და ასე მოიქეციო) ეს ყველა პასუხი ჩემშია და ხშირად და გულდასმით მინდა მას ვუსმენდე მუდამ."
ნინი ადამაშვილი
დღეს უამრავი ონლაინ კურსი არსებობს. ეს პროგრამები განსხვავებულია იმით, თუ ვისგან სწავლობ და როგორ ვმუშაობთ:
შენი გზამკვლევი არის ადამიანი, რომელმაც პირადად გაიარა ტოქსიკური ურთიერთობები, დაბალი თვითშეფასება, პროფესიული გადაწვა, ფინანსური ბლოკები და დიდი ცხოვრებისეული ცვლილებები - და რომელმაც შექმნა ახალი რეალობა სასიყვარულო ურთიერთობაში, პროფესიულ საქმიანობაში და შინაგანი სიმშვიდის განცდაში.
მე ვაერთიანებ ფსიქოლოგიას, გეშტალტ თერაპიას, ქოუჩინგს, ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ (The Work), სულიერ ხედვასა და პრაქტიკულ სტრატეგიას.
ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ იდეებზე. შენ იღებ რეალურ პროცესებს, სავარჯიშოებს, რეფლექსიებსა და მოქმედებებს, რომელთა გამოყენებასაც მყისიერად შეძლებ ცხოვრებაში.
ჯგუფის ენერგია არის თბილი, უსაფრთხო, მხარდამჭერი და განკითხვისგან თავისუფალი - მაგრამ ასევე გულწრფელი, მიზანმიმართული და ზოგჯერ, სიყვარულით სავსე პირდაპირობით გამორჩეული.
ჩვენ პატივს ვცემთ შენს რეალობას: როგორც ქალის, რომელიც ცხოვრობს საქართველოში ან ემიგრაციაში და ხშირად მხრებით დიდ ტვირთს ატარებს. აქ არავინ მოგთხოვს იყო „იდეალური“.
ეს პროგრამები არ არის შენი „შეკეთების“ მცდელობა - ეს არის დახმარება, გაიხსენო ვინ ხარ სინამდვილეში და იცხოვრო ამ მოცემულობიდან.
ფორმატი: ონლაინ
ენა: ქართული.
თითოეული პროგრამის სტრუქტურა:
4 ჯგუფური სიღრმისეული მუშაობა
4 კითხვა-პასუხის / მხარდამჭერი ვებინარი
გაცნობითი და შემაჯამებელი სესიები
დამატებითი ლექციები და სავარჯიშოები
სულ ≈ 10 ცოცხალი (LIVE) შეხვედრა.
ჩანაწერები: ყველა სესია იწერება; თუ პირდაპირ ეთერში დასწრებას ვერ შეძლებ, შეგიძლია მოგვიანებით უყურო.
მხარდაჭერა: დახურული ონლაინ ჯგუფი გაზიარებისთვის, კითხვებისა და ურთიერთმხარდაჭერისთვის.
ხანგრძლივობა: თითოეული პროგრამა გრძელდება 4 კვირა.
კალენდარი: პროგრამები ჩატარდება 2026 წლის სხვადასხვა პერიოდში - შეგიძლია შეუერთდე ერთს, რამდენიმეს, ან დაგეგმო მთლიანი ერთწლიანი მოგზაურობა.

მე ვარ თინათინ ბასილაია, EAGT ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაცული ქოუჩი, სპიკერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში. 2016 წლიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებთან და უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე შინაგანი ძალის პოვნაში, თვით-რწმენის დაბრუნებაში, მოტივაციისა ამაღლებაში, საყვარელი საქმის აღმოჩენაში, კარიერულ ზრდაში, ჯანსაღი და ბედნიერი პირადი ცხოვრების შექმნაში.
2018-2020 წლებში ქართულად ვთარგმნე და გამოვეცი ბაირონ ქეითის 2 ბესტსელერი წიგნი და ათასობით ადამიანს წარვუდგინე. წიგნი, რომელიც საქართველოშიც ბესტსელერად იქცა და მრავალი ქართველის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა.
მაგრამ ტიტულებზე მეტად, ჩემთვის მთავარი ავთენტურობაა. არ მჯერა „იდეალური იმიჯის“ მორგების. მჯერა გულწრფელობის, საკუთარი ისტორიის მიღების და იმ სინათლის პოვნის, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არსებობს.
უკვე 3 წელია, რაც ვანკუვერში, კანადაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ამჟამად ვანკუვერიდან გერთვები და მზად ვარ გაგიზიარო ის ინსტრუმენტები, რომლებმაც შინაგანი საყრდენი მაპოვნინა და ახალი გზა დამანახა – რათა ახლა შენ დაგეხმაროს.
"თინისთან მუშაობის შემდეგ გავხდი მეტად თავდაჯერებული, მიზანდასახული, მოტივირებული. ვუსმენ საკუთარ გულს და არა გონებას. გავხდი საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი და გახსნილი. ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ვისწავლე სიტუაციების დაკვირვება და გაანალიზება. აღარ ვბრუნდები წარსულში და მომავალში ფიქრებით, ვისწავლე დაკვირვება აქ და ამჟამად რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრება შეიცვალა უკეთესობისაკენ. ამ სამუშაომ ჩემი თავი მაპოვნინა. ჩემი აზროვნება შეიცვალა დადებითი კუთხით. სიტუაციები რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ვიღებ მარტივად, აღარ ვითრგუნები, ვმუშაობ ამ სიტუაციებზე და შემდეგ ვთავისუფლდები ამ სიტუაციებისგან. მასწავლე, ბედნიერებას არ უნდა ველოდოთ სხვა ადამიანებისგან, არამედ ბედნიერება თავად ჩვენშია. გავხდი პოზიტიური, ლაღი, თავისუფალი. მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ. საკუთარ თავზე თვითკრიტიკული აზრებისგან გავთავისუფლდი. სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე."
ქეთი ქოქაშვილი
თინისთან მუშაობის შემდეგ, ჩემში შემოვიდა სიმშვიდე და ჰარმონია. აქამდე ჩემი მიზნებისკენ უკან მოუხედავად მივისწრაფოდი და ჩემს თავს, ჩემთვის საყვარელ ხალს ვერ ვამჩნევდი. ჩემს თავს ვტკენდი და გავურბოდი. ეხლა კი ჩემი თავის დანახვა ვისწავლე, ჩემი მიზნისკენ მშვიდი და ნდობით აღსავსე მივდივარ.
თინი დამეხმარა მეპოვა ჩემი თავი, ჩემი თავის სიმშვიდე, შემი თავის ნდობა და მოსმენა. დამეხმარა ჩემს ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში. დამეხმარა სიყვარულის მიღებაში. ჩემს მეუღლესთან გაუხსნელი კარტების გახსნაში, აქამდე რასაც თითქოს ვერ ვამჩნევდი ან ვცდილობდი არ შემემჩნია და ტვირთად მივათრევდი, ეს ტვირთი ჩამოვიტოვე. დამეხმარა ადამიანებთან ურთიერთობაში, პატიებაში, მიღებაში. დამეხმარა სამსახურში პრობლემების გადალახვაში, ასევე ზოგადად, დღეს არ არსებობს ჩემთვის პრობლემა ან სტრესული სიტუაცია, ფიქრი რომელზე მუშაობის მერე შვებას და თავისუფლებას არ ვგრძნობდე."
ნინო ძიძიგური
"შემოიჭრება შენს ცხოვრებაში, ჩაგეხუტება, თვალებში ჩაგხედავს და აღარ დაგტოვებს. აი იმ დღიდან სულ მისი იმედი გაქვს. იცით როგორი შინაგანი ძალა აქვს? აი ისეთი სულს, რომ გაგითბობს და შენს შინაგან ძალასაც გაპოვნინებს, ფეხზე წამოგაყენებს და შენს თავს შეგაყვარებს. შენს თავთან დაგაახლოვებს, დაგაახლოვებს იმასთან რაც შენს სხეულზე, შენს ემოციებზე, შენს ფიქრებზე აღმატებულია. ჯერ მშობლებთან ურთიერთობას გასწავლის, მერე მეგობრებთან, ათას რამეს გასწავლის, იმასაც გაგრძნობინებს, რომ ჩვენ ადამიანები ერთი მთელის ნაწილები ვართ.
წავიდა ისწავლა და ბაირონ ქეითის უძლიერესი ''სამუშაო" ქართველებს ჩამოგვიტანა. პატარა გოგოა, დიდი გულით და საოცარი შინაგანი ძალით. ვერწარმოიდგენთ როგორი ლამაზი ოცნებები აქვს. უნდა ის რაც თვითონ ისწავლა და იგრძნო ჩვენ ქართველებს გაგვიზიაროს.
მინდა ყველას გავაგებინო და მოვუყვე ამ გოგონას არსებობის შესახებ. მინდა თქვენც იგრძნოთ ის რაც მე ვიგრძენი."
- ნათია გელენიძე
10 ონლაინ შეხვედრა + ჯგუფური მუშაობა. ღირებულება: 889 ₾
699₾
early bird - 14 მარტამდე
აირჩიე 1 პროგრამა 4-დან
10 LIVE შეხვედრა თინათინთან
თემატური ლექციები
დახურულ ჯგუფთან წვდომა
სამუშაო რვეულები და მასალები
1 პროგრამა + 1:1 სტრატეგიული სესია ღირებულება: 1,222 ₾
999₾
early bird - 14 მარტამდე
✨ ყველაფერი სტანდარტულ პაკეტში
👑 1 x 60 წუთიანი ინდივიდუალური სესია
🚀 პრიორიტეტული უკუკავშირი ვებინარებზე
🔒 მხოლოდ 10 ადგილი!
ოთხივე პროგრამა ერთად (მთელი წელი) ღირებულება: 3,556 ₾
2,199 ₾
early bird - 14 მარტამდე
♾️ წვდომა 4-ვე პროგრამაზე:
ჰარმონიული პირადი ცხოვრება
ცხოვრება მისიით (კარიერა და ფინანსები)
სტრესული ფიქრების მართვა
საკუთარი თავის მიღება და სიყვარული
ვიცი, შეიძლება გაშინებდეს საკუთარ თავში ინვესტირება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიჩვეული ხარ, რომ სხვები პირველ ადგილზე დააყენო. ეს პროგრამები არ არის „უბრალოდ კიდევ ერთი ხარჯი“.
ეს არის ინვესტიცია იმაში, თუ როგორ გეყვარება, იმუშავებ, იაზროვნებ და იგრძნობ თავს მომდევნო წლების განმავლობაში.
ყოველ ჯერზე, როცა შენს ზრდას ეუბნები „კი“-ს, ცხოვრებას უგზავნი მკაფიო გზავნილს: „მე მნიშვნელოვანი ვარ. ჩემი ბედნიერება და მომავალი მნიშვნელოვანია.“
და ცხოვრებაც გპასუხობს.
არა. შეგიძლია შეუერთდე იმ ერთ პროგრამას, რომელიც ყველაზე მეტად გეხმიანება, ან გააერთიანო რამდენიმე. ასევე შეგიძლია დაიწყო ერთით და მოგვიანებით გადაწყვიტო გაგრძელება.
პროგრამები გაწერილია თბილისის დროით საღამოს საათებზე, თუმცა ბევრი მონაწილე უცხოეთიდან გვიერთდება უპრობლემოდ. შეხვედრების ჩანაწერები კითდება, თუ რომელიმე ჯგუფურ მუშაობას ვერ დაესწრები, ჩანაწერში შეძლებ ყურებას.
ყველა ვებინარი იწერება. შენ მიიღებ ჩანაწერებს და შეძლებ უყურო შენთვის მოსახერხებელ დროს. შენ მაინც მიიღებ ყველა სავარჯიშოს და შეძლებ კითხვების დასმას ჯგუფში.
ეს პროგრამები აერთიანებს ღრმა შინაგან მუშაობასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. ბევრი მონაწილე მეუბნება: „ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ აქ რეალურად გამოვიყენე“. თუ მზად ხარ გულწრფელი მუშაობისთვის, განსხვავებას აუცილებლად იგრძნობ.
არასდროს. შენ ყოველთვის ირჩევ მონაწილეობის დონეს. შეგიძლია ჩუმად უსმინო, წერო ჩატში, ან გააზიარო მხოლოდ მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობ. დროთა განმავლობაში, ქალების უმეტესობა ჯგუფში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
თუ ყველაზე მეტად სიყვარული და ურთიერთობები გტკივა → დაიწყე „ჰარმონიული პირადი ცხოვრებით“.
თუ არ გშორდება კითხვა: „რა არის ჩემი საქმე/მისია?“ → დაიწყე „ცხოვრება მისიით“.
თუ თვითკრიტიკა და სირცხვილის შეგრძნება ყველაზე ძლიერია → დაიწყე „საკუთარი თავის მიღება და სიყვარულით“.
თუ შფოთვა და ფიქრები გტანჯავს → დაიწყე „სტრესული ფიქრების მართვით“.
ასევე შეგიძლია მომწერო და სიამოვნებით დაგეხმარები არჩევანის გაკეთებაში.
არა. ეს არის ტრანსფორმაციული, ქოუჩინგის სტილის ჯგუფური პროგრამები. მე ვიყენებ ჩემს თერაპიულ გამოცდილებას თქვენი გაძღოლისას, მაგრამ ეს არ ანაცვლებს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას ან სამედიცინო მკურნალობას.

არ ხარ ვალდებული, კიდევ ერთი წელი იცხოვრო ინერციით და გაიმეორო ერთი და იგივე პატერნები სიყვარულში, ფულთან და კარიერასთან მიმართებაში, საკუთარ თავთან საუბარსა თუ სტრესის განცდაში.
შენ გაქვს უფლება:
გქონდეს ჯანსაღი, მოწიფული სიყვარული.
აკეთო საქმე, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია.
მოეპყრა საკუთარ თავს სიკეთით, სიყვარულით და პატივისცემით.
იგრძნო სიმშვიდე შიგნით, მაშინაც კი, როცა ცხოვრება არ არის იდეალური.
2026 შეიძლება იყოს წელი, როცა საბოლოოდ იტყვი:
„აღარ ველოდები. ვირჩევ საკუთარ თავს.“
თუ ამის კითხვისას გულში თუნდაც პატარა „კი“-ს გრძნობ, ენდე მას.
არ არის საჭირო, იყო „სრულყოფილად მზად“. უბრალოდ საჭიროა გქონდეს მზაობა, გადადგა ერთი ნაბიჯი იმ ქალისკენ, რომლიც გინდა რომ გახდე.
აირჩიე შენი პროგრამა. აირჩიე შენი გზა. აირჩიე შენი 2026.